მარკეტინგი

სპორტ დარბაზი, სადაც კაცებს ვარჯიში ეკრძალებათ

Body Bakery - სპორტული დარბაზი მხოლოდ ქალებისთვის, სადაც ვარჯიშის გარდა, ექსკლუზიურ მასტერკლასებს ესწრებით, სილამაზის საიდუმლობებს იგებთ და სრულ თავისუფლებას პოულობთ

სპორტ დარბაზი, სადაც კაცებს ვარჯიში ეკრძალებათ

სამუშაო გრაფიკი, ყოველდღიური სტრესი და მუდმივი ბრძოლა დროის წინააღმდეგ. თანამედროვე ქალისთვის საკუთარ თავზე ზრუნვა ზოგჯერ სერიოზულ გამოწვევად იქცევა.

შესაძლოა ბევრმა უკვე იცის, მაგრამ ვინც არ იცით, თბილისში არსებობს სივრცე, რომელიც ამ რეალობას სრულიად ცვლის. Body Bakery მხოლოდ სპორტული დარბაზი არ არის, ის არის ქალებისთვის შექმნილი ეკოსისტემა, სადაც შესაძლებელია ფიზიკური ფორმების გაუმჯობესება, თავის მოვლის საიდომლოებების გაცნობა და  პერსონალური სტილის აღმოჩენა 

კონცეფცია უნიკალურია, სპორტ დარბაზის დამფუძნებელი თაია არაბული, თავად არის მწვრთნელი, რაც მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ ნდობასა და ხარისხის გარანტიას ნიშნავს

Reputation.ge  - მ ინტერვიუ ჩაწერა თაია არაბულთან

  • თაია, თუ გახსოვთ მომენტი, როცა გაგიჩნდა იდეა შეგექმნა სპორტული სივრცე მხოლოდ ქალებისთვის?

ერთი კონკრეტული მომენტი არ ყოფილა. რადგან ჩემი მომხმარებლების 80% ქალი იყო და ისინი აღნიშნავდნენ, რომ კლასიკური დარბაზებისგან განსხვავებით, ბევრად კომფორტულად გრძნობდნენ თავს ჩემს დარბაზში, ზუსტად იმიტომ რომ მამაკაცები არ იყვნენ. არ ფიქრობდნენ ჩაცმაზე, ვიზუალზე, თავს გრძნობდნენ ძალიან თავისუფლად და შესაბამისად, შეეძლოთ მთლიანად ვარჯიშზე კონცენტრირება. ბევრი მსგავსი კომენტარის შედეგად მივხვდი, რომ ქალებს სჭირდებოდათ უსაფრთხო და მათზე მორგებული სავარჯიშო სივრცე.

  • რას ცვლის თქვენს დარბაზში ის ფაქტი, რომ სივრცე მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი? რა არის ამ კონცეფციის მთავარი აზრი?

არჩეული კონცეფციის მთავარი აზრი ზუსტად ის არის, რაც ზემოთ აღვნიშნე. ,,ბოდი ბეიქერი“ განსხვავებულია. სხვა დარბაზებში დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ და რა დასამალია, ყველამ ვიცით, რომ დარბაზები იქცა გაცნობის სივრცეებად, სადაც ვარჯიშზე მეტად ყურადღებას სხვა რაღაცებს აქცევენ. ამიტომაც მინდოდა შემექმნა ისეთი გარემო, რომელიც სრულად ქალებზე იქნებოდა მორგებული.

ჩვენი კონცეფცია კი ამსხვრევს იმ სტერეოტიპს, რომ მძიმე წონებით ვარჯიში მხოლოდ კაცებისთვისაა, ხოლო ქალებისთვის - აერობიკა, პილატესი ან იოგა. ჩვენი მიდგომა ამტკიცებს იმას, რომ ძალისმიერი ვარჯიშები ქალების ჯანმრთელობისთვისაც საჭიროა.

  • რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ შეხვედრაზე, როცა მომხმრებელი ჯერ არ გიცნობთ და არ იცის რას უნდა ელოდოს თქვენგან?

დარბაზში პირველად მოსულმა ადამიანმა თავი მეგობრულ გარემოში უნდა იგრძნოს, თითქოს მას აქ ადრეც იცნობდნენ. არ უნდა დაიძაბოს და პირველივე დღიდან თავი ჩვენი ქომუნითის ნაწილად უნდა იგრძნოს. გარდა პერსონალურისა, ჩვენთან ასევე ტარდება ჯგუფური ვარჯიშები, სადაც თითოეულ მოვარჯიშეს ინდივიდუალურად ვუდგებით და ვითვალისწინებთ არა მარტო მათ ფიზიკურ მონაცემებს, ჯანმრთელობის შეზღუდვებს და გამოცდილებას, არამედ კონკრეტულად იმ დღის ემოციურ ფონსა და განწყობას.

  • გარდა ვარჯიშისა, დარბაზში სხვადასხვა მასტერკლასი ტარდება, მოგვიყევით ამის შესახებ

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ზუსტად ამიტომ ხშირად ვატარებთ მასტერკლასებს, სადაც ვეპატიჟებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მაგალითად, წელს უკვე გვყავდა ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, კანის მოვლის ტრენერი და ფერების ანალიტიკოსი. ,,ბოდი ბეიქერი“ არ არის მხოლოდ დარბაზი,  ეს არის ადგილი, სადაც ქალები ერთმანეთზე ვზრუნავთ.

 

  • რას ეტყოდით ქალს, რომელსაც დიდი ხანია უნდა ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ჯერ ვერ გადაუდგამს პირველი ნაბიჯი?

ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ერთხელ მაინც ყველამ უნდა სცადოს ჩვენთან ვარჯიში. ზოგს ჰგონია, რომ ვარჯიში მოსაწყენია, ზოგს ჰგონია, რომ ვერ შეძლებს ან უბრალოდ ზარმაცია. ,,ბოდი ბეიქერში“ მათ წარმოდგენა შეეცვლებათ როგორც ვარჯიშზე, ისე საკუთარ შესაძლებლობებზე. ჩვენი გოგოები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბევრი დარბაზი აქვთ გამოცვლილი და ეგონათ, რომ ვარჯიში მათი არ იყო სანამ ჩვენთან არ მოხვდნენ.

თვითქებას რომ თავი დავანებოთ,  ყველას ვეტყვი, რომ თუ სურთ მომავალშიც, ასაკის მატებასთან ერთად ისეთივე ბედნიერები, ჯანმრთელები და ცხოვრებით კმაყოფილები იყვნენ, როგორც დღეს არიან, აუცილებლად უნდა დაკავდნენ ძალისმიერი ვარჯიშებით. ამასთან დაკავშირებით უამრავი კვლევა არსებობს და მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობაში სწორედ ძალისმიერი ვარჯიშებია, განსაკუთრებით ქალებისთვის.

სიზარმაცე კი სრულიად ნორმალურია. მთავარია, ეს სიზარმაცე დაძლიონ და მათი მომავალი მადლობას გადაუხდის.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული