მარკეტინგი

Facebook - ის 50 ზე მეტი ფუნქცია სხვადასხვა ფასიან პაკეტში გადანაწილდა

Meta -ს სერთიფიცირებული ქართველი ციფრული მარკეტერი და AI ვიდეო კრეატორი მარი გაიხარაშვილი Meta- ს იმ განახლებებს გვიზიარებს, რომლებიც ბიზნესს დააინტერესებს

Facebook - ის 50 ზე მეტი ფუნქცია სხვადასხვა ფასიან პაკეტში გადანაწილდა

Meta-მ ახალი Meta One ოფიციალურად წარადგინა, რომელიც უბრალოდ კიდევ ერთი Subscription არ არის, ის აერთიანებს Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-ს და Meta AI-ს

Meta-ს განცხადებით, Facebook-ის ძირითადი გამოყენება კვლავ უფასო რჩება, მაგრამ დამატებითი 50 ზე მეტი ფუნქცია და შესაძლებლობა, უკვე სხვადასხვა ფასიან პაკეტებში ნაწილდება

Meta One-ის პაკეტებია:

  • Essential/ თვეში $14.99-დან

ძირითადი პროფესიული ინსტრუმენტები, ვერიფიცირებული პროფილის ნიშანი, WhatsApp Business-ის ვერიფიცირებული არხი, ანგარიშის სახელით სარგებლობისგან დაცვის ფუნქცია და Meta Business Agent-ის გაფართოებული შესაძლებლობები.

  • Advanced /თვეში $49.99-დან

30 დღემდე ისტორიების გამოქვეყნების, წინასწარი დაგეგმვის შესაძლებლობა, ბმულების დამატების შესაძლევლობა ორგანულ პოსტებში და რილსებში, ანალიტიკის მონაცემების ჩამოტვირთვა, აუდიტორიის უფრო დეტალური სტატისტიკა და ინსტაგრამის ანგარიშზე გუნდის წევრებისთვის წვდომის მიცემის შესაძლებლობა, პაროლის გაზიარების გარეშე

Expert - $149-დან თვეში

Max -$499-დან თვეში

ბოლო ორი უფრო დიდი გუნდებისთვის და მასშტაბური ბიზნესებისთვისაა შექმნილი და გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა

Meta ნელ-ნელა სოციალურ ქსელებში პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, ცალკე ფასიან შეთავაზებებად კრავს.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული