ქალები მართავენ: რენტო ჯგუფს ეკატერინე დაღუნდარიძე უხელმძღვანელებს
ბიზნესის ზრდასთან ერთად, „რენტო ჯგუფი“ მმართველობის ახალ, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მოდელზე გადადის. კომპანიის სტრატეგიულ განვითარებას სამეთვალყურეო საბჭო წარმართავს, ხოლო ოპერაციულ სადავეებსა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ეკატერინე დაღუნდარიძე ჩაიბარებს.

ინსტიტუციური ტრანსფორმაცია და ახალი მმართველობითი ჰორიზონტი
თანამედროვე კორპორაციული მართვა სულ უფრო მეტად მოითხოვს მოქნილობას, სტრატეგიულ სიცხადესა და პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნას. ამ გამოწვევებს კი „რენტო ჯგუფი“ წარმატებით პასუხობს. კომპანია მმართველობის ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მოდელის დანერგვას.
ახალი სტრუქტურის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო ფოკუსირებული იქნება გრძელვადიან სტრატეგიაზე, ფუნდამენტურ ზრდასა და საკვანძო ბიზნეს-გადაწყვეტილებებზე, ხოლო გენერალური დირექტორის (CEO) პოზიციაზე, ეკატერინე დაღუნდარიძე უზრუნველყოფს ამ ხედვის ეფექტიან ტრანსფორმაციას ყოველდღიურ ბიზნესპროცესებსა და რეალურ შედეგებში.
„ჩვენი მიზანია, რენტო ჯგუფის განვითარება შემდეგ ეტაპზე გადავიყვანოთ, არა მხოლოდ მასშტაბის, არამედ მმართველობის ხარისხის თვალსაზრისითაც. როცა კომპანია იზრდება, მას სჭირდება სისტემა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებასა და სტრატეგიის შესრულებას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის,“ - აღნიშნავს „რენტო ჯგუფის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ერეკლე მეფისაშვილი.
მისივე შეფასებით, ეკატერინე დაღუნდარიძის დაწინაურება არ არის გარედან მოწვეული მენეჯერის ექსპერიმენტი, ეს არის შიდა რესურსის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და კომპანიის დნმ-ის ახალ ლიდერულ დონეზე აყვანა.
„ეკატერინე ხუთი წელია რენტო ჯგუფის ნაწილია. ის შესანიშნავად იცნობს ჩვენს ბიზნესს, პარტნიორებსა და მთლიანად ინდუსტრიას. შესაბამისად, მისთვის CEO-ს როლის მინიჭება ბუნებრივი, მაგრამ სტრატეგიულად ძლიერი ნაბიჯია.“
შიდა ზრდის ევოლუცია: 5 წელი წარმატების გზაზე
ეკატერინე დაღუნდარიძისთვის „რენტო ჯგუფის“ სათავეში ჩადგომა კარიერული ევოლუციის ლოგიკური გაგრძელებაა. კომპანიაში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში მან მრავალ კრიტიკულ პროექტსა და განვითარების ეტაპში მიიღო მონაწილეობა. პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის მისი სახელი დღეს უკვე ასოცირდება უპირობო პროფესიონალიზმთან, უმაღლესი სტანდარტის სერვისთან და შედეგზე ორიენტირებულ ლიდერობასთან.
„რენტო ჯგუფში ჩემი პროფესიული გზის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გავიარე. ამ პერიოდმა შესაძლებლობა მომცა, ღრმად შემესწავლა სახმელეთო მობილობის ინდუსტრია, მისი გამოწვევები და დინამიკა,“ - აღნიშნავს ეკატერინე დაღუნდარიძე. „CEO”-ს როლი ჩემთვის უპირველეს ყოვლისა დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სამეთვალყურეო საბჭოს ხედვის რეალურ, მასშტაბურ შედეგებად ქცევა, გუნდის გაძლიერება, პროცესების ოპტიმიზაცია და კომპანიის პოზიციონირება, როგორც საერთაშორისო სტანდარტების მქონე მობილობის პროვაიდერის რეგიონში“

ტრადიციული ტრანსპორტიდან კორპორატიულ Mobility Solutions - მდე
„რენტო ჯგუფის“ ტრაექტორია ბოლო წლებში მკაფიო სტრუქტურული ცვლილებებით გამოირჩევა. კომპანია გასცდა ტრადიციული სატრანსპორტო სერვისების ჩარჩოებს და დღეს ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც მობილობის კომპლექსური გადაწყვეტილებების პროვაიდერი.
დღესდღეობით კერძო, საჯარო და საერთაშორისო სექტორთან თანამშრომლობით, ჯგუფი უზრუნველყოფს:
● კორპორატიული ტრანსპორტირება - ს;
● ოფიციალური დელეგაციებისა და მაღალი რანგის სტუმრების მობილობას;
● მასშტაბური ღონისძიებების სატრანსპორტო ლოგისტიკას;
● აეროპორტის პრემიუმ ტრანსფერებსა და სპეციალიზებულ სერვისებს.
მმართველობის ახალი მოდელი სწორედ ამ მიმართულებების კიდევ უფრო სტრუქტურირებულ განვითარებასა და გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.
ახალი ლიდერშიფი და ინსტიტუციური გზავნილი
ეკატერინე დაღუნდარიძის დაწინაურებას ბიზნეს-კონტექსტში კიდევ ერთი სიმბოლური და ღირებული დატვირთვა აქვს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თანამედროვე ქართულ ბიზნესში ლიდერობა სრულად ეფუძნება მარიტოკრატიას,პროფესიონალიზმს, კომპეტენციას, საქმისადმი ერთგულებასა და რეალურ შედეგებს.
„რენტო ჯგუფის“ მაგალითი აჩვენებს, რომ შიდა კორპორატიული კულტურა, რომელიც ზრდის და აფასებს პროფესიონალებს, ქმნის მდგრად წარმატებას. ახალი გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს სტრატეგიული ხედვით, „რენტო ჯგუფი“ ბიზნესის ზრდის სრულიად ახალ ფაზაში შედის.
(პარტნიორის შინაარსი)


