ოზემპიკი და მუნჯარო - იწვევს თუ არა მხედველობის გაუარესებას?
პოპულარული პრეპარატების გვერდითი ეფექტები და რეალური რისკები - ამერიკული ჰოსპიტალის ოფთამალოგ ზურაბ ღლონტის პროფესიული ანალიზი

Ozempic - მა და Mounjaro - მ ტიპი 2 დიაბეტისა და სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს. თუმცა, დიდ წარმატებას ყოველთვის თან სდევს კითხვები და ხშირად პანიკაც
შეიძლება თუ არა დააზიანოს მხედველობა ოზემპიკმა და მუნჯარომ?
,,როცა სისხლში შაქრის დონე სწრაფად იცვლება, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყების პერიოდში, თვალის ლინზა ახალ გარემოსთან ადაპტაციას გადის, რაც მხედველობის დროებით გაუარესებს იწვევს. ეს არ ნიშნავს, რომ Ozempic ან Mounjaro პირდაპირ აზიანებს თვალს. პრობლემა უფრო ხშირად სისხლში გლუკოზის მკვეთრ ვარდნასთან არის კავშირში“ - ზურაბ ღლონტი
ოფთალმოლოგის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც უკვე აწუხებს დიაბეტური რეტინოპათია. შაქრის დონის ზედმეტად სწრაფმა გაუმჯობესებამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება არსებული რეტინოპათია დროებით გააუარესოს
იშვიათი დიაგნოზი, რა არის NAION და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?
მედიაში გავრცელებულმა კვლევებმა, რომლებმაც GLP-1 ჯგუფის პრეპარატებს და თვალის იშვიათ დაავადებებს აკავშირებდა, საზოგადოების შფოთვა გამოიწვია
რა არის NAION
ეს არის მხედველობის ნერვის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევა, რომელიც ვლინდება ერთ თვალში მხედველობის უეცარი და როგორც წესი უმტკივნეულო დაქვეითებით
რა აჩვენა კვლევებმა?
ზურაბ ღლონტის განმართებით, არსებული მონაცემებით, ამ პრეპარატების ფონზე რისკი უკიდურესად მცირეა. თუმცა, განსაკუთრებული სიფრთხილე და დაკვრივებაა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც ამ მდგომარეობის განვითარების სხვა თანხმლები რისკ-ფაქტორები აქვთ
ოფთალმოლოგის მთავარი რეკომენდაციები
ოზემპიკის ან მუნჯაროს მიღება ავტომატურად არ ნიშნავს მხედველობისთვის საფრთხის შექმნას. მთავარია სწორი პრევენცია და მართვა
რეგულარული სკრინინგი - თუ გაქვთ დიაბეტი ან მითუმეტეს დიაბეტური რეტინოპათია, თვალის ფსკერის რეგულაური შემოწმება თქვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს
ნუ დაელოდებით ,,თავისით გავლას“ - თუ პრეპარატის მიღების დაწყების შემდეგ შეამჩნევთ მხედველობის მკვეთრ, უეცარ ან ხანგრძლივ გაუარესებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთამოლოგს
არავითარი თვითნებობა - ყველაზე დიდი შეცდომა პრეპარატების მოხმარების თვითნებურად შეწყვეტაა. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს რისკების სწორ შეფასებას პროფესიონალის მიერ
ოქროს შუალედი - ინოვაციური მედიკამენტები ჯანმრთელობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალებაა. თუმცა, მათი გამოყენება მოითხოვს არა შიშს, არამედ მაღალ სამედიცინო პასუხისმგებლობას და ექიმთან მუდმივ კომუნიკაციას.
(პარტნიორის შინაარსი)


