ბიზნესი

როგორ იქმნება უსაფრთხო და პრემიუმ გარემო თანამედროვე ბიზნესისთვის

ინტერვიუ კომპანია „სუფთა ვარსკვლავის“ დამფუძნებელთან შორენა ხარებავასთან ეკოლოგიურ კულტურასა და სამუშაო სივრცის სანიტარულ უსაფრთხოებაზე

როგორ იქმნება უსაფრთხო და პრემიუმ გარემო თანამედროვე ბიზნესისთვის

ნებისმიერი წარმატებული სივრცის, იქნება ეს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, წამყვანი სამედიცინო კლინიკა, პრემიუმ რესტორანი თუ თანამედროვე საოფისე ცენტრი, მთავარი ღირებულება სტუმრების და თანამშრომლების ეკოლოგიური უსაფრთხოებაა. თუმცა, ნამდვილი ფუფუნება და ხარისხი ხშირად იმაში მდგომარეობს, რაც თვალისთვის უხილავია

  • როცა საუბარია საოფისე სივრცეებსა და მაღალი კლასის ბიზნეს-ობიექტებზე, მომხმარებელი ყოველთვის იდეალურ შედეგს ელოდება. თქვენი გადმოსახედიდან, რა განსაზღვრავს დღეს სივრცის ბიოლოგიურ უსაფრთხოებას და რატომ არის ის ბიზნეს-იმიჯის ნაწილი?

თანამედროვე ბიზნესგარემოში სისუფთავე მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკა აღარ არის. ის გაცილებით ღრმა ცნებაა, რომელიც მოიცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სამუშაო გარემოს უსაფრთხოებასა და კომპანიის პასუხისმგებლობას.

როგორც ექიმი, ბიოლოგიურ უსაფრთხოებას, პირველ რიგში, პრევენციული მედიცინის თვალსაზრისით განვიხილავ. ნებისმიერი სივრცე, სადაც ადამიანები მუშაობენ, ურთიერთობენ ან იღებენ მომსახურებას, გარკვეულ ბიოლოგიურ რისკებს შეიცავს. ჩვენი ამოცანაა ამ რისკების დროული იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა.

განსაკუთრებით მაღალი კლასის ბიზნესობიექტებისთვის მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - მომხმარებელი შეიძლება ვერ ხედავდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესს, მაგრამ აუცილებლად ამჩნევს მის შედეგს -  მოწესრიგებულ, კომფორტულ და საიმედო გარემოს.

დღეს ბიზნესის რეპუტაცია მხოლოდ მომსახურების ხარისხით არ განისაზღვრება. ის დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება კომპანია საკუთარი თანამშრომლების, პარტნიორებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობას.

ჩვენი ფილოსოფია მარტივია, მაღალი კლასის მომსახურება იწყება იმ უსაფრთხოებით, რომელიც ხშირად უხილავია, მაგრამ მისი მნიშვნელობა შეუფასებელია.

  • ტერმინები - დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია ხშირად ასოცირდება აგრესიულ ქიმიურ პროცესებთან, როგორ ახერხებს ,,სუფთა ვარსკვლავი“ ამ პროცესების  მართვას, ისე რომ დაცული იყოს უმაღლესი ეკოლოგიური სტანდარტები?

ეს საკითხი ჩემთვის, როგორც ექიმისა და კომპანიის დამფუძნებლისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

თავიდანვე ჩვენი პრინციპი იყო, რომ ბიოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლამ თავად არ უნდა შექმნას ახალი, გაუმართლებელი რისკები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის.

„სუფთა ვარსკვლავის“ მიდგომა ეფუძნება არა ქიმიური საშუალებების მაქსიმალურ გამოყენებას, არამედ მათი გამოყენების აუცილებლობის, მიზანშეწონილობისა და უსაფრთხოების პროფესიულ შეფასებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ობიექტის სპეციფიკა, მისი ფუნქციური დატვირთვა, ადამიანთა გადაადგილების ინტენსივობა და არსებული რისკფაქტორები.

შესაბამისად, თითოეული სამუშაო პროცესი ინდივიდუალურად იგეგმება. პრიორიტეტს ვანიჭებთ მიზნობრივ ჩარევას, შესაბამისი საშუალებების სწორ შერჩევას, დადგენილი გამოყენების წესების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბავშვების, ხანდაზმულების, შინაური ცხოველებისა და სხვა მგრძნობიარე ჯგუფების უსაფრთხოებას.

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ქიმიური საშუალებების სრულ გამორიცხვას არ ნიშნავს. ის გულისხმობს მათი გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებულ აუცილებლობას, რისკების მინიმიზაციასა და გარემოზე ზემოქმედების კონტროლს.

ჩვენი მიზანი მხოლოდ მავნე ფაქტორის აღმოფხვრა არ არის. ჩვენი მიზანია უსაფრთხოების მიღწევა ისე, რომ თავად უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესი იყოს პასუხისმგებლიანი და კონტროლირებადი.

იმ შემთხვევაში თუ დაინტერესდებით ,,სიფთა ვარსკვლავის“ მომსახურებით, დაუკავშირდით: 555 33 54 00

ჩვენი სამუშაო ეთიკა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: პროფესიულ პასუხისმგებლობას, დისციპლინასა და კონფიდენციალურობას.

ბიოლოგიური უსაფრთხოება ის სფეროა, სადაც ზედაპირული მიდგომა დაუშვებელია. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შესრულებული სამუშაო, არამედ ისიც, რამდენად სწორად არის შეფასებული რისკი, დაგეგმილი პროცესი და გაკონტროლებული შედეგი.

განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნების მქონე ობიექტებზე გადამწყვეტია ორგანიზებულობა, სამუშაო პროცესის თანმიმდევრულობა და დამკვეთის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინება.

ჩვენ პატივს ვცემთ ბიზნესის შიდა რეგლამენტს, თანამშრომლების სამუშაო პროცესს, კომერციულ კონფიდენციალურობასა და თითოეული ობიექტის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა პრევენციული მონიტორინგიც. მიგვაჩნია, რომ მაღალი სტანდარტი ერთჯერადი ღონისძიებით არ მიიღწევა -  ის სისტემური მუშაობისა და მუდმივი ყურადღების შედეგია.

ჩვენთვის პროფესიონალიზმი ნიშნავს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმაზე, რასაც ვაკეთებთ, არამედ იმაზეც, რა შედეგს ტოვებს ჩვენი საქმიანობა.

  • ბაზარზე ბევრი კომპანია გვთავაზობს მსგავს მომსახურებას, რა არის თქვენი უპირატესობა?

ვფიქრობ, ჩვენი მთავარი განსხვავება თავად მიდგომაშია.

„სუფთა ვარსკვლავი“ შეიქმნა სამედიცინო ხედვის საფუძველზე. როგორც ექიმმა, კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია დაავადებებისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო ფაქტორების პრევენცია, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ყოველდღიურად ბევრი ადამიანი იმყოფება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ დეზინფექციას, დეზინსექციასა და დერატიზაციას არ განვიხილავთ ერთმანეთისგან მოწყვეტილ ტექნიკურ მომსახურებებად.

ჩვენთვის ეს არის ბიოლოგიური რისკების მართვის ერთიანი სისტემა.

ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ პრინციპით - ერთი მეთოდი ყველა ობიექტისთვის. სასტუმროს, სამედიცინო დაწესებულებას, საოფისე ცენტრსა და კვების ობიექტს განსხვავებული რისკები, საჭიროებები და პასუხისმგებლობები აქვს.

შესაბამისად, ჩვენი მიდგომაც ინდივიდუალურია.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება, ჩვენ მხოლოდ უკვე წარმოქმნილ პრობლემაზე რეაგირებას არ ვანიჭებთ უპირატესობას. ჩვენი მიზანია ისეთი პრევენციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემების დროულ გამოვლენას და მათი განმეორების რისკის შემცირებას.

ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ დეზინფექციის მომსახურებას. ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ პროფესიულ პარტნიორობას მისი გარემოს უსაფრთხოებისა და რეპუტაციის დაცვის მიმართულებით.

სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა.

  • რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაცია ბიზნესის მფობელებისთვის თუ მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ მათ სივრცეებში უსაფრთხოების სტანდარტი მუდმივად მაღალ დონეზე იყოს?

ჩემი მთავარი რეკომენდაციაა - ნუ დაელოდებით პრობლემის გამოჩენას.

ბიზნესის მართვაში არსებობს ხარჯები, რომლებიც რეალურად ინვესტიციაა. ბიოლოგიური უსაფრთხოება სწორედ ასეთ ინვესტიციად უნდა განვიხილოთ.

ხშირად ორგანიზაციები სპეციალისტებს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც პრობლემა უკვე თვალსაჩინოა. თუმცა პრევენციული მიდგომა გაცილებით გონივრულია, როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე ფინანსური და რეპუტაციული რისკების მართვის თვალსაზრისით.

სწორად ორგანიზებული ბიოლოგიური უსაფრთხოების სისტემა გულისხმობს რეგულარულ შეფასებას, პრევენციულ ღონისძიებებს, მონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში დროულ პროფესიულ ჩარევას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა უსაფრთხოების საკითხები შემთხვევით გადაწყვეტილებებს კი არ დაუქვემდებაროს, არამედ საკუთარი საქმიანობის სტანდარტის განუყოფელ ნაწილად აქციოს.

როგორც ექიმი, ხშირად ვამბობ, რომ პრევენცია გაცილებით გონივრული არჩევანია, ვიდრე უკვე განვითარებულ პრობლემასთან ბრძოლა. ეს პრინციპი თანაბრად მოქმედებს როგორც მედიცინაში, ისე ბიზნესის ბიოლოგიურ უსაფრთხოებაში.

და ბოლოს, მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ბიზნესის ნამდვილი ხარისხი მხოლოდ იმით არ იზომება, რასაც მომხმარებელი ხედავს. ის იმ პასუხისმგებლობითაც განისაზღვრება, რომელსაც კომპანია უხილავი რისკების მიმართ იჩენს.

სწორედ ამ პასუხისმგებლობის კულტურის დამკვიდრებას ემსახურება „სუფთა ვარსკვლავი“.

(პარტნიორის შინაარსი)

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული