სტარტაპი

ახალი ქართული აპლიკაცია App Store - ზე, გაიცანით Quibble trivia

როგორ შექმნა ქართველმა პროგრამისტმა გლობალური ინტელექტუალური თამაში ,,Quibble trivia”, რომლის გადმოწერა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უფასოა

ახალი ქართული აპლიკაცია App Store - ზე, გაიცანით Quibble trivia

ქართველმა პროგრამისტმა ნიკოლოზ დვალიშვილმა App Store ზე ქვიზის ტიპის ინტელექტუალური ორენოვანი (ქართული და ინგლისური) თამაში ,,Quibble trivia” განათავსა. კითხვები მოცემულია სპორტის, ტექნოლოგიების, სოციალური მეცნიერებების, ისტორიის, ფილმების, მუსიკის, თამაშების და ზოგადი სფეროებიდან

 

ახალი ტრივია თამაშის შესახებ Reputation.ge ნიკოლოზ დვალიშვილს ესაუბრა

  • ნიკოლოზ, პირველ რიგში, გილოცავთ აპლიკაციის ჩაშვებას App Store-ზე! როგორ გაჩნდა „Quibble trivia“-ს შექმნის იდეა და რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?

ზოგადად მსგავსი ტიპის ქვიზები ყოველთვის მიზიდავდა. ხშირად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა თამაშში. როგორც კი მივაღწიე იმას, რომ თავად შემეძლო შემექმნა ტრივია თამაში, დავიწყე მასზე მუშაობა

  • ბაზარზე უამრავი ქვიზ-თამაში არსებობს. თქვენი აზრით, რა არის „Quibble trivia“-ს ის მთავარი უპირატესობა ან ნიშა, რაც მას კონკურენტებისგან გამოარჩევს?

ჩემი შექმნილი თამაში განსხვავებულად გემიფიცირებულია, რაც თამიშისას სხვადასხვა ატრიბუტის, მაგალითად ავატარის, ლიდერბორდის ბანერის და სხვა შესყიდვების გაკეთება შეიძლება. ვისაც მსგავსი თამაშები იზიდავს, ის ადვილად მიხვდება, რასაც ვგულისხმობ

  • აპლიკაცია ორენოვანია ქართული და ინგლისური. რამდენად რთული იყო კონტენტის ადაპტაცია გლობალური ბაზრისთვის, რადგან მისი გადმოწერა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი?

რთული ნამდვილად იყო. ბევრი ვიმუშავე იმაზე, რომ ინგლისური და ქართული შესატყვისები მაქსიმალურად დამთხვეოდა. ქართველებისთვისაც და უცხოელებისთვისაც ადვილად გასაგები და მისაღები რომ ყოფილიყო

  • კითხვები ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს - სპორტიდან და ტექნოლოგიებიდან დაწყებული, მუსიკითა და ზოგადი სფეროებით დასრულებული. ვინ მუშაობდა ამ კითხვების ბაზის შექმნაზე და როგორ აკონტროლებთ მათ სისწორესა და ხარისხს?

რა თქმა უნდა გამოვიყენე ხელოვნური ინტელექტიც, თუმცა, ვეცადე ყველა დეტალი გადამემოწმებინა სხვადასხვა წყაროებით, შეცდომა რომ არ გაპარულიყო. ასევე ჩავაშენე ფუნქცია, რომ ნებისმიერ მოხმარებელს შეეძლება დაარეპორტოს პასუხი, თუ ჩათვლის, რომ სწორი პასუხი არასწორადაა შერჩეული

  • რამდენად აქვს ასეთ თამაშებს აზრი, როცა არსებობს AI, Google, სწორი პასუხის მოძიება წესით არ გაუჭირდება მოთამაშეს, არა?

კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად მოთამაშეს აქვს 15 წამი, გადავამოწმე ყველანაირად და გამორიხულია ამ პერიოდში დაგუგვლა ან ხელოვნური ინტელექტისთვის მიწერა მოესწროს

  • თუ არის თამაშში ჩაშენებული ისეთი რამ, რაც მოთამაშის აზარტს კიდევ უფრო გაამძაფრებს?

ჩაშენებულია ე.წ. ლიდერბორდი, მოთამაშე საკუთარ შედეგს შეჯიბრის ფორმატში ნახავს. გარდა ამისა, მალე თამაშს დავამატებ ფუნქციას, რომ შესაძლებელი იქნება მეგობრის მოწვევა და კონკრეტულად მასთან შეჯიბრი

  • როდის გეგმავთ „Quibble trivia“-ს Google Play-ზე (Android-ის მომხმარებლებისთვის) ჩაშვებას, რათა აუდიტორია კიდევ უფრო გაზარდოთ?

ვმუშაობ ამაზეც, დაახლოებოთ 2-3 თვეში Google Play Store ზეც გაეშვება

  • დამოუკიდებლად აპლიკაციის შექმნა და App Store-ის მკაცრი ფილტრების გავლა დიდ შრომას მოითხოვს. რა იყო თქვენთვის, როგორც დეველოპერისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში?

საკმაოდ დიდი ხანი ველოდი App Store - ს საბოლოო დასტურს. გარდა ამისა, იმისთვის, რომ თამაშის გადმოწერა ევროპაშიც შეძლებოდათ, რამდენიმე დამატებითი საბუთის ატვირთვა დამჭირდა

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდა ქართველ პროგრამისტებს, რომლებსაც აქვთ იდეა, თუმცა საკუთარი ციფრული პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანას ვერ ბედავენ?

მიუხედავად იმისა, რომ App Store - ს საკმაოდ მკაცრი შერჩევის კრიტერიუმები აქვს, ყველას ვურჩევ საკუთარი ციფრული პროდუქტები გააგზავნონ. ეს პირველ რიგში დიდ გამოცდილებას მისცემს მათ გაიგონ რა მოთხოვნები არსებობს საერთაშორისო ბაზარზე ამ მხრივ.

პროგრამისტ ნიკოლოზ დვალიშვილისთვის ეს მეორე აპლიკაციაა, რომელიც App Store – ზე გამოქვეყნდა. რამდენიმე თვის წინ მისი პირველი თამაში TypeSprint გაეშვა, რომელმაც მალევე რეიტინგში წამყვანი პოზიციები დაიკავა.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული