ბიზნესი

Phubber - ნდობის ინფრასტრუქტურა

როგორ აქცია ანანო დოლაბერიძემ ავთენტურობა და უსაფრთხოება ელ-კომერციის მთავარ სტანდარტად

Phubber - ნდობის ინფრასტრუქტურა

ციფრულ ეპოქაში, როდესაც ონლაინ ვაჭრობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, მომხმარებლებისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ ერთი რამ რჩება - ნდობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მეორადი ან ახალი ტანსაცმლისა და პრემიუმ კლასის აქსესუარების მომხმარებლიდან მომხმარებელზე პრინციპით ყიდვა - გაყიდვას ეხება.

როგორ უნდა დაარწმუნო მომხმარებელი, რომ ეკრანს მიღმა არსებული ნივთი ზუსტად ისეთივე ხარისხისაა, როგორსაც ფოტოზე ხედავს? როგორ უნდა აგრძნობინო გამყიდველს, რომ მისი ფინანსური უსაფრთხოება სრულად დაცულია?

ამ კითხვებზე პასუხი Phubber-ის გუნდმა ჯერ კიდევ მაშინ იპოვა, როდესაც ქართულ ბაზარზე ელ-კომერციის კულტურა ფეხს იდგამდა. კომპანიამ შექმნა არა უბრალოდ აპლიკაცია, არამედ ძლიერი რეპუტაციული სტანდარტი

ბრენდის ხედვასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ნდობის მოპოვების გზაზე არსებობს, ვესაუბრეთ Phubber-ის დამფუძნებელს ანანო დოლაბერიძეს

  • ანანო, მეორადი ან თუნდაც ახალი ტანსაცმლისა და აქსესუარების ონლაინ ყიდვა-გაყიდვისას მომხმარებლისთვის მთავარი გამოწვევა ნდობა და ავთენტურობაა. როგორ შეძლო Phubber-მა ისეთი რეპუტაციისა და სტანდარტის შექმნა, სადაც მყიდველი აბსოლუტურად დარწმუნებულია ნივთის ხარისხში, ხოლო გამყიდველი  უსაფრთხოებაში?

ნდობა ერთ დღეში არ იქმნება, ის წლების განმავლობაში, თითოეული სწორი გადაწყვეტილებით შენდება. Phubber-ში თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენ უბრალოდ ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის პლატფორმას კი არა, ნდობის ინფრასტრუქტურას ვაშენებდით.

ამიტომ ხარისხი, ავთენტურობა და უსაფრთხოება ჩვენთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ ფუნქცია, ეს გახდა ჩვენი სტანდარტი. ჩვენ შევქმენით პროცესები, სადაც მყიდველმა ზუსტად იცის, რას ყიდულობს, ხოლო გამყიდველმა იცის, რომ სრულიად დაცულ გარემოში ყიდის.

საბოლოოდ კი, ჩვენი ყველაზე ძლიერი გარანტია თავად ჩვენი მომხმარებლები გახდნენ.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული