პერსონალური რეპუტაციიდან პრემიუმ ბრენდამდე, ნანიკო ხაზარაძის ჯინსის პიჯაკების ექსკლუზიური ხაზი
როგორ პოზიციონირებს ტელეწამყვანის ახალი ბიზნესი ქართულ ბაზარზე და რატომ ირჩევს მომხმარებელი მის ხარისხს უპირობოდ

რატომ მაინცდამაინც ჯინსის პიჯაკები? რა არის ამ სამოსში თქვენთვის ისეთი, რაც გინდათ, რომ სხვებსაც გაუზიაროთ?
ჩემი გარდერობის 90 % ჯინისა. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ყველა ტიპის მიღებაზე თუ გადაღებაზე სულ ჯინსი მაცვია. ხშირად ვარღვევ ეტიკეტს...
ასევე ძალიან მიყვარს პიჯაკები, სულ ვეძებ და ვათვალიერებ კატალოგებს, დავძრწივარ მაღაზიებში. მუდმივად მიჭირს ჩემი მოსაწონი მოდელის, მისაღები ხარისხის და ფასის მქონე პიჯაკის პოვნა
რამდენად რთული აღმოჩნდა საწარმოო პროცესის მართვა და რა იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რასაც გადააწყდით?
ყველაზე რთული მაინც გადაწყვეტილების მიღება იყო. ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა სურვილმა გადაწონა. თავხედობაც ჭირდებოდა ამ ნაბიჯს
პირველი ნიმუში, ძალიან ლამაზი პიჯაკი, ნანუკა გულუას ატელიეში შეიკერა. მერე მივხვდი რომ საწარმო მჭირდება. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, მივაგენი ფაბრიკას, არაჩვეულებრივი გუნდით და დაიწყო…
ჯინსი საკმაოდ სპეციფიკური და რთულად დასამუშავებელი მასალაა. როგორ არჩევთ ქსოვილს და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ იდეის ხორცშესხმაში გეხმარებიან?
ჯინსი არის ყველაზე კომფორტული ქსოვილი, დროსთან ერთად ბაზარზე გაჩნდა ყველა ფერის და ფაქტურის ჯინსი
ჩემთვის ჯინსი ცხოვრების წესია. დღეს უკვე ის არ არის მხოლოდ შარვალი. ჯინსი კაბაა, ჩანთაა, პიჯაკია და ა.შ.
,,არც არავინ მეხმერა, მარტო ვაკეთებთ ყველაფერს მე და ფაბრიკა" - ნანიკო ხაზარაძე
როგორია თქვენი იდეალური მომხმარებლის პორტრეტი? ვინ არის ადამიანი, რომელიც ნანიკო ხაზარაძის შეკერილ ჯინსის პიჯაკს ირჩევს?
ამ პიჯაკს ნებისმიერი ასაკის, გემოვნების და ხედვის ადამინი მოირგებს. თავისუფლად შეგიძლიათ ისინი კლასიკურ საღამოს მოარგოთ, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში საყვარელ პიჯაკად აქციოთ
როგორ გეგმავთ ბრენდის პოზიციონირებას? ეს იქნება ექსკლუზიური, ლიმიტირებული ხაზი თუ მასობრივი მომხმარებლისთვის განკუთვნილი პროდუქტი?
პირველი პარტია რომელიც მივიღე ფაბრიკიდან, აღარ გამეორდება, მინდა არ მინდა რაოდენოდა შეზღუდულია თითო მოდელზე. მასობრივ მომხმარებლამდე ჯერ შორს ვარ, მაგრამ ფაბრიკა ტყუილად ამირჩევია, ვნახოთ
მსურველმა როგორ უნდა შეიძინოს თქვენი პიჯაკი?
ჩემი პიჯაკები ონლაინ გაიყიდება მარტივად. რატომღაც ახალი გვერდი არ გავაკეთე. ჩემივე Facebook, Instagram და TikTok გვერდზებზე მიდევს
სად ხედავთ თქვენს ბრენდს 2-3 წლის შემდეგ, გეგმავთ თუ არა ასორტიმენტის გაფართოებას?
მხოლოდ პიჯაკებით ვერ დავკმაყოფილდები ვიცი, ვნახოთ რა და როგორ წავა


