ბიზნესი

ნდობა, როგორც ბიზნესსტრატეგია, როგორ ქმნის გიორგი ტარსაიძე „ლაბჰაუსს“

რატომ არ არის ლაბორატორიული აღჭურვილობის მიწოდება მხოლოდ გაყიდვა და როგორ ყალიბდება პერსონალური პასუხისმგებლობა მთავარ კონკურენტულ უპირატესობად

ნდობა, როგორც ბიზნესსტრატეგია, როგორ ქმნის გიორგი ტარსაიძე „ლაბჰაუსს“

სამედიცინო და ლაბორატორიულ სფეროში პროდუქტის მიწოდება მხოლოდ გაყიდვით არ შემოიფარგლება. როდესაც საქმე სპეციალიზებულ აღჭურვილობას, რეაგენტებსა და ლაბორატორიულ მასალებს ეხება, ხარისხი, ტექნიკური შესაბამისობა და დროული ლოგისტიკა მომხმარებლის ყოველდღიურ საქმიანობაზე პირდაპირ აისახება

სწორედ ამ სპეციფიკურ ბაზარზე ოპერირებს ლაბჰაუსი - LabHouse. ქართული კომპანია, რომელიც კლინიკებს, ლაბორატორიებს, სამედიცინო ცენტრებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს მაღალი ხარისხის ლაბორატორიული პროდუქციითა და ინვენტარით ამარაგებს

კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი ტარსაიძის ხედვით, LabHouse-ის მთავარი ამოცანა მხოლოდ გაყიდვების ზრდა არ არის. მისი მიზანია ისეთი ბიზნესის შენება, სადაც მომხმარებელი პროდუქტთან ერთად საიმედო და გრძელვადიან პარტნიორს პოულობს

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს არ მოუწიოს მუდმივად ფიქრი იმაზე, თუ სად იპოვოს საჭირო პროდუქტი, რამდენად ხარისხიანი იქნება ის ან როდის ჩამოვა. მინდა, ეს პასუხისმგებლობა სრულად ჩვენმა გუნდმა აიღოს“ - აღნიშნავს გიორგი ტარსაიძე

რეპუტაცია და ნდობა, როგორც კონკურენტული უპირატესობა

LabHouse-ის პორტფოლიო საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს

  • თანამედროვე ლაბორატორიულ აღჭურვილობას

  • სპეციალიზებულ სახარჯ მასალებსა და რეაგენტებს

  • ლაბორატორიულ მინის ჭურჭელსა და სხვა ინვენტარს

 

ამ ბაზარზე კონკურენცია მხოლოდ საფასო პოლიტიკით არ განისაზღვრება. აქ გადამწყვეტი ხარისხი, მიწოდების ვადები, საგარანტიო პირობები და სტაბილური მომსახურებაა. შესაბამისად, „ლაბჰაუსის“ მთავარ სავიზიტო ბარათად მომხმარებელზე მორგებული ფასები და ოპერატიული სერვისი იქცა

ბიზნესის დამფუძნებელი პროცესის თითოეულ ეტაპს პერსონალურად აკონტროლებს, პროდუქციის შერჩევიდან და ხარისხის შემოწმებიდან, დამკვეთამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებამდე

 „სამედიცინო სფეროში ბიზნესის რეპუტაცია მხოლოდ დაბალი ფასით ან სწრაფი მიწოდებით არ იქმნება, მას პასუხისმგებლობა და თითოეულ დეტალზე ზრუნვა აშენებს. როდესაც საქმე ლაბორატორიულ პროდუქციას ეხება, პირადად ვამოწმებ ხარისხს და ხშირად შეკვეთა თავად მიმაქვს დამკვეთთან, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, რას ვაწვდით პარტნიორებს“ - ამბობს გიორგი ტარსაიძე

 

სტრატეგიული განვითარება და მომავლის ხედვა

LabHouse-ის გეგმები და  სტრატეგია საერთაშორისო მწარმოებლებთან თანამშრომლობის გაფართოებას, საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანასა და პერსპექტივაში რეგიონული მასშტაბით გასვლას ითვალისწინებს

 „მინდა, ყველა კლინიკამ, ლაბორატორიამ, სკოლამ თუ უნივერსიტეტმა იცოდეს, რომ „ლაბჰაუსის“ სახით მათ გვერდით საიმედო და პასუხისმგებელი პარტნიორი დგას“

 ლაბორატორიულ ბიზნესში, სადაც მსგავსი პროდუქტების არჩევანი ათეულობით ბრენდს მოიცავს, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ნდობის ფაქტორი განსაზღვრავს. LabHouse-ის მაგალითი კი აჩვენებს, რომ ეს ნდობა პროდუქტის უბრალო გაყიდვაზე მეტად, მაღალი ხარისხის მომსახურების, პირადი ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გარშემო შენდება.

 

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული