გააბედნიერე ყველაფრის ფასად - ეს ოქროს წესი ყველა სტუმარს ეხება
ბავშვების დაბადების დღეების აღნიშვნა თუ კორპორატიული ღონისძიებების მოწყობა ვაკის პარკში

,,ყველაფერი გენიალური მარტივად იქმნება, ასე შეიქმნა პარკლენდიც” - ამბობს სადღესასწაულო სივრცის ,,პარკლენდი” დამფუძნებელი დეიკო მხეიძე
დეიკო პირველი შვილის დაბადების დღის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, როცა აღმოაჩინა, რომ ფიზიკურად ვერ იპოვა თბილისში სივრცე, სადაც არასტანდარტული გარემო იქნებოდა, სასურველი რაოდენობის სტუმრებს დაატევდა და მისაღები ინტერიერიც იქნებოდა. ამიტომ გადაწყვიტა შვილის დაბადების დღის ზეიმი საკუთარ ეზოში, საკუთარი ძალებით მოეწყო
ამის შემდეგ შვილების დაბადების დღეების დღესასწაულებს საკუთარი ხელებით ქმნიდა, თვეობით ფიქრობდა პროგრამაზე, დიზაინზე და ა.შ. თანამშრომლობდა კომპანიებთანაც. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვიტა თავად შეექმნა ახალი სტანდარტის და ხარისხის მქონე სივრცე, სადაც სხვა ბავშვების და მშობლების გახარებასაც შეძლებდა. ასე შეიქმნა ვაკის პარკში შუა გულში სადღესასწაულო სივრცე ,,პარკლენდი“
,,მინდა ახალი სიტყვა ვთქვა ქართულ ბაზარზე“- განაცხადა დეიკომ და მალე ღია სივრცეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაიბადა ,,პარკლენდი“
,,თითეული სტუმარი ჩვენთვის ძვირფასია, წვეულების ბოლოს კი ერთი ჩახუტება და გულიდან წამოსული მადლობა, ერთი ასად ავსებს დოფამინის ინდიკატორს“ - ამბობს დეიკო
,,პარკლენდი“ სტუმრებს მასპინძლობს როგორ საკუთარ სივრცეში, ისე დამკვეთის სურვილის მიხედვით ნებისმიერ ადგილზე. ცენტრი ემსახურება სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ბანკებს, სამშენებლო თუ სხვა კომპანიებს
,,ჩემი საქმე არ არის შევქმნა წვეულება, ჩემი საქმეა შევქმნა ბედნიერების მიზეზი“- ასე ასრულებს Reputation.ge - სთან საუბარს დეიკო მხეიძე.
