Dunkin’ - ის პირველი რესტორანი ყაზახეთში
Dunkin’ - ი ქალაქ ალმათი-ში გაიხსნა

,,სიამაყით გავხსენით ჩვენი Dunkin’-ის პირველი რესტორანი ყაზახეთის ულამაზეს და სიცოცხლით სავსე ქალაქ ალმათიში. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო გაფართოების გზაზე. მადლობას ვუხდით ჩვენს ფრანჩაიზერს Inspire Brands-ს გამოცხადებული ნდობის, ერთგულებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის, ხოლო ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებსა და მეგობრებს ყაზახეთში, ამ პროექტის განხორციელებაში გაწეული თანამშრომლობისთვის" - წერს სოციალურ ქსელში სოსო ფხაკაძე.
ბიზნესმენი განსაკუთრებულ მადლობას უხდის გუნდის წევრებს საქართველოსა და ყაზახეთში. ,,სწორედ თქვენმა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და Dunkin’-ის ბრენდისადმი ერთგულებამ გახადა ეს გახსნა შესაძლებელი. უზომოდ ვაფასებთ თქვენს შრომას და გვეამაყება, რომ ამ წარმატებას ერთად აღვნიშნავთ. მოუთმენლად ველით ჩვენი სტუმრების მასპინძლობას ალმათიში და ამ საინტერესო მოგზაურობის გაგრძელებას" - ამბობს ფხაკაძე


