ბრენდინგი

სხეული თუ დახმარებას ითხოვს, არ უნდა გამოგვრჩეს მომენტი

ინტერვიუ სამედიცინო დიაგნოსტიკურ-სარეაბილიტაციო ცენტრის, “Shormedi” - ს დამფუძნებელთან, ექიმ შორენა ხარებავასთან

სხეული თუ  დახმარებას ითხოვს, არ უნდა გამოგვრჩეს მომენტი

შორენა ხარებავა გახლავთ ექიმი თერაპევტი, ექიმი ჰომეოპათი, ბიორეგულაციური და ჩინური მედიცინის სპეციალისტი, ირიდოლოგი, საერთაშორისო ირიდოლოგიური ასოციაციის წევრი, მისი წარმომადგენელი საქართველოში და ამიერკავკასიაში

ჩვენს ორგანიზმს აქვს უნიკალური უნარი, მოგვცეს ნიშანი, როცა ძალების აღდგენა და მკურნალობა სჭირდება. თუმცა, ამ სიგნალებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როცა პრობლემა მწვავდება

  • რა არის ის ფარული სიგნალები, რომლებითაც სხეული მიგვანიშნებს, რომ უკვე პროფესიონალური მკურნალობა სჭირდება?

ორგანიზმი იშვიათად იწყებს პრობლემაზე საუბარს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია. ხშირად მანამდე გვაძლევს მცირე, განმეორებად სიგნალებს, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ დაღლილობას ან სტრესს მიაწერენ

 ეს შეიძლება იყოს მუდმივი ან განმეორებადი დაღლილობა, ძილის დარღვევა, თავის ან კუნთოვანი ტკივილები, საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილებები, წონის უეცარი მატება ან კლება, ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობის შემცირება, ხშირი დისკომფორტი ან ისეთი სიმპტომები, რომლებიც პერიოდულად ქრება და ისევ ბრუნდება.

რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი ნიშანი თავისთავად კონკრეტულ დაავადებას არ ნიშნავს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა სიმპტომის თვითდიაგნოსტიკა, არამედ მისი მიზეზის შეფასება

ჩემი გამოცდილებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა ის არის, რომ ადამიანი ხშირად ელოდება, სანამ პრობლემა ყოველდღიურ ცხოვრებაში სერიოზულად შეუშლის ხელს

ჩემი რეკომენდაციაა - თუ ორგანიზმი განმეორებით გვაძლევს ერთსა და იმავე სიგნალს, ჯობს მას ყურადღება მაშინ მივაქციოთ, როდესაც პრობლემა ჯერ კიდევ მართვადია.

  • მკურნალობის წარმატების ნახევარი სწორ დიაგნოსტიკაზე დგას, როგორია ,,Shormedi” – ს მიდგომა ამ მიმართულებით?

ჩემთვის დიაგნოსტიკა მხოლოდ ანალიზების ჩამონათვალი არ არის. პაციენტი არ არის მხოლოდ ერთი სიმპტომი ან ერთი ორგანო. ამიტომ პირველივე ეტაპზე მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობის მთლიანობაში შეფასება, რა აწუხებს, როდის დაიწყო პრობლემა, როგორ ვითარდებოდა, რა დაავადებები და ფაქტორები ახლავს თან და როგორია მისი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა

როგორც ექიმი-თერაპევტი, ექიმი-ჰომეოპათი, ბიორეგულაციური და ჩინური მედიცინის სპეციალისტი და ირიდოლოგი, ჩემს პრაქტიკაში სხვადასხვა პროფესიულ მიდგომას ვიყენებ, თუმცა მთავარი პრინციპი უცვლელია

დიაგნოსტიკა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის უკეთ გაგებას და სწორი სამოქმედო გეგმის შერჩევას

,,Shormedi"-ში სწორედ ამ პრინციპზე ვაშენებთ სამედიცინო, დიაგნოსტიკურ და სარეაბილიტაციო მიმართულებებს

  • პირდპირ ვთქვათ, რა დროს უნდა მომართოს ,,Shormedi”-ს  დახმარებისთვის ადამიანმა?

 არ არის აუცილებელი ადამიანი ყოველთვის მძიმე მდგომარეობამდე მივიდეს. მიმართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სიმპტომი ხანგრძლივია, განმეორებადია, პროგრესირებს ან უკვე მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე

ასევე მაშინ, როდესაც ადამიანი მკურნალობას გადის, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ იღებს და სურს უკეთ გაიგოს, რატომ არ ხდება მოსალოდნელი გაუმჯობესება

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს უბრალოდ სურს ჯანმრთელობის მდგომარეობის უფრო საფუძვლიანი შეფასება და პრევენციული მიდგომა

ჩემი აზრით, ექიმთან მიმართვის სწორი დრო ხშირად არის მანამდე, სანამ ორგანიზმი იძულებული გახდება პრობლემა უფრო ხმამაღლა გამოხატოს.

შორმედის მისამართი: თბილისი, ზ.ბენდელიანის #1; Mob # 555 33 54 00

  •  როცა პაციენტი პირველად მოდის თქვენს ცენტრში, რა გზას გადის საბოლოო გამოჯანმრთელებამდე?

 პირველ რიგში, პაციენტს ვეცნობით,  მის ჩივილებს, ჯანმრთელობის ისტორიას, ცხოვრების წესს და იმ მიზეზებს, რომლებმაც შესაძლოა არსებული მდგომარეობის განვითარებაში ითამაშა როლი

შემდეგ, საჭიროების მიხედვით, ვარჩევთ დამატებით დიაგნოსტიკურ მეთოდებს. ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ირიდოდიაგნოსტიკა, რომელსაც ვიყენებ როგორც ორგანიზმის მდგომარეობის კომპლექსური შეფასების ერთ-ერთ დამატებით ინსტრუმენტს

თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა პაციენტს ერთი და იგივე დიაგნოსტიკური გზა არ სჭირდება. დიაგნოსტიკა ინდივიდუალურად განისაზღვრება კონკრეტული ადამიანის მდგომარეობის, ჩივილებისა და საჭიროებების მიხედვით

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას. საჭიროების შემთხვევაში პროცესში ერთვებიან შესაბამისი სპეციალისტებიც და ერთმანეთს უკავშირდება დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია

ჩვენთვის პაციენტის გზა არ არის მხოლოდ ერთი პროცედურა ან ერთი ვიზიტი. ეს არის ეტაპობრივი პროცესი, მდგომარეობის შეფასება, მიზეზების გააზრება, ინდივიდუალური გეგმის შედგენა, მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში რეაბილიტაცია და შედეგის მონიტორინგი

  • რა იქნება თქვენი უმთავრესი რეკომენდაცია მათთვის, ვინც ახლა კითხულობს ამ ინტერვიუს და ფიქრობს საკუთარ ჯანმრთელობაზე?

 არ დაელოდოთ იმ მომენტს, როდესაც ორგანიზმის სიგნალი უკვე ყვირილად იქცევა

ჩვენ ხშირად ჯანმრთელობას ვაფასებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც გვტკივა ან ყოველდღიური საქმიანობის შესრულება გვიჭირს, მაგრამ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სწორედ მანამდე იწყება

 დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს. თუ ცვლილება მეორდება, არ უგულებელყოთ იგი. თუ დაღლილობა გახდა მუდმივი, ტკივილი - ჩვეული, ძილი - დარღვეული ან ფიზიკური შესაძლებლობები შესამჩნევად შეიცვალა, ღირს ამის მიზეზის გარკვევა

ყველა სიმპტომი დაავადებას არ ნიშნავს, მაგრამ არც ყველა სიმპტომის იგნორირებაა სწორი

 ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და დახმარება დროულად ითხოვეთ

 ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ დაავადების მკურნალობა არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

(პარტნიორის შინაარსი)

თათა დვალიშვილი