მარკეტინგი

დოლიძეზე ,,პაპა კარლო" ბრუნდება

ათწლეულების განმავლობაში დოლიძის ქუჩის სავიზიტო ბარათად ქცეული მაღაზია „პაპა კარლო“ ბრუნდება! გაიგეთ, როგორ აცოცხლებს „სპარი“ საბურთალოელების საყვარელ ადგილს და რატომ არის ეს დაბრუნება ემოციური მთელი უბნისთვის

დოლიძეზე ,,პაპა კარლო" ბრუნდება

თუ საბურთალოზე, კერძოდ ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე ერთხელ მაინც გაგივლიათ ან აქ გაზრდილხართ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ამ უბანში მისამართებს ხშირად ციფრებით კი არა, საერთო მოგონებებით ითვლიან და ამ ათვლის მთავარი წერტილი წლების განმავლობაში ერთი კონკრეტული ადგილი იყო „პაპა კარლო“.

ეს იყო ადგილი, სადაც დილა ნაცნობი კონსულტანტების ღიმილით იწყებოდა, სადაც სკოლიდან დაბრუნებული ბავშვები პირველ ნაყინს ყიდულობდნენ, მეზობლები კი ერთმანეთს დღის ამბებს უზიარებდნენ. ათწლეულების მანძილზე „პაპა კარლო“ დოლიძის ქუჩის ცოცხალი ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად იქცა.

რატომ დაიკეტა ,,პაპა კარლო“?

რამდენიმე თვის წინ, როდესაც „პაპა კარლოს“ კარი დაიკეტა, დოლიძის ქუჩას თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოაკლდა. ჩამქრალი ვიტრინების დანახვაზე უბნელებს ერთი საერთო განცდა დაეუფლათ, თითქოს ბავშვობისა და ახალგაზრდობის კიდევ ერთი თბილი ფურცელი დაიხურა.

სოციალურ ქსელებსა თუ უბანში ხშირად გაიგონებდით ფრაზას, „შევხვდეთ პაპა კარლოსთან“, სახელი ისევ ცოცხლობდა, მაგრამ თავად სივრცე ცარიელი იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ მარკეტმა კონკურენციას ვერ გაუძლო და ამიტომ დაიკეტა.

ახალი ფურცელი ძველი სულით,„სპარი“ აცოცხლებს „პაპა კარლოს“

დღეს კი დოლიძის ქუჩაზე ისევ სინათლე ინთება. საერთაშორისო საცალო ქსელმა SPAR Georgia მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნესისა და ადგილობრივი კულტურის პატივისცემის იშვიათი მაგალითია. კომპანია არა უბრალოდ ახალ ფილიალს ხსნის, არამედ უბანს თავის საყვარელ „პაპა კარლოს“ უბრუნებს.

თანამედროვე სტანდარტები, მრავალფეროვანი ასორტიმენტი და სწრაფი მომსახურება ერთ სივრცეში ერთიანდება ისე, რომ ადგილის ისტორიული იდენტობა და თბილი აურა არ იკარგება. ეს არის შემთხვევა, როდესაც დიდი ბრენდი უბნის მეხსიერებას კი არ შლის, არამედ მას უფრთხილდება და ახალ სიცოცხლეს ჩუქნის.

რატომ არის ეს დაბრუნება მნიშვნელოვანი რეპუტაციისა და ბრენდინგის კუთხით?

თანამედროვე მარკეტინგსა და რეპუტაციის მართვაში, მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარება ყველაზე ღირებული კაპიტალია. როდესაც ბიზნესი ითვალისწინებს ლოკალურ კონტექსტს და პატივს სცემს იმ ისტორიას, რომელიც კონკრეტულ მისამართზე ათწლეულების განმავლობაში იწერებოდა, ის ავტომატურად იძენს საზოგადოების ნდობასა და კეთილგანწყობას.

„სპარის“ მიერ „პაპა კარლოს“ გაცოცხლება სწორედ ასეთი სტრატეგიული და ადამიანური ნაბიჯია, როცა ახალი თაობის კომფორტი და ძველი თაობის ტკბილი მოგონებები ერთ კართან ხვდება ერთმანეთს.

დოლიძის ქუჩა ისევ თავის ჩვეულ რიტმს უბრუნდება. „პაპა კარლო“ ისევ დაგელოდებათ ნაცნობ ადგილას, თბილი მოგონებებითა და განახლებული ენერგიით!

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული