როგორ არ გადავყაროთ ფული ვებგვერდის შეკვეთისას?
როგორ ავიცილოთ თავიდან გაუთავებელი ლოდინი საიტის დამზადებისას? გაიგეთ როგორ მუშაობს ციფრული კომპანია GarGari

ორშაბათი დილაა. თქვენს ინბოქსში ისევ არ არის ვებ დეველოპერისგან დაპირებული ბმული. მესამე კვირაა გესმით ერთი და იგივე ფრაზა ,,ტესტირებაზეა, ხვალ ჩავუშვებთ“, ბიუჯეტი კი მისტიურად იზრდება. ბოლოს იღებთ პროდუქტს, რომელიც საერთოდ არ ჰგავს იმას, რაზეც თავიდან შეთანხმდით
ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი, ეს არის თქვენი დროის, ენერგიის და ფინანსების ფლანგვა, რომელსაც ბევრი ქართველი მეწარმე, სამწუხაროდ უკვე შეეგუა
სწორედ ამ საყოველთაო იმედგაცრუებისა და ბაზარზე არსებული ქაოსის საპასუხოდ შეიქმნა ცოფრული კომპანია GarGari. მათი მიზანი მარტივია, დაამსხვრიონ მითი იმის შესახებ, რომ ხარისხიანი ვებგვერდის დამზადება საქართველოში აუცილებლად ნერვების შეწირვას მოითხოვს
ციფრული კომპანია GarGari - პროცესი, რომელსაც თავად მართავთ
წარმოიდგინეთ სრულიად სხვაგვარი გამოცდილება. შეკვეთიდან ზუსტად მეშვიდე დღეს, დილას ყავის სმისას, ტელეფონზე იღებთ შეტყობინებას ,,თქვენი საიტის პირველი სამუშაო ვერსია მზად არის, შეგიძლიათ სატესტო ბმულზე გადახდვიდეთ“.
არსად არის მოულოდნელი სიურპრიზები ან გადამალული ხარვეზები. GarGari - ს მობილური გუნდი მუშაობას იწყებს მკაფიო ბრიფით და საშუალოდ სამ კვირაში აბარებს სრულფასოვან, გამართულ ციფრულ პროდუქტს. თქვენ პირველივე დღიდან ზუსტად იცით რაში იხდით თანხას
უფრო მეტიც, ბიზნესისთვის ყოველთვის მტკივნეული თემა, საიტის დამზადების ფასი, კომპანიის ვებ გვერდზე ღიად და ადვილად ხელმისაწვდომია. არანაირი ,,ფასი პირადში“ და ა.შ.
სუფთა კოდი Next.js და 98 ქულა PageSpeed - ში, რატომ აქვს მნიშვნელობა ტექნოლოგიურ დასტას?
მომხმარებელი ვერ იტანს ნელ ინტერფეისს. დაფიქრდით საკუთარ თავზე, რამდენ წამს უცდით საიტის ჩატვირთვას, სანამ უკან გაბრუნდებით და კონკურენტთან გადახვალთ? სწორედ ამიტომ, როცა დღის წესრიგში დგება ფუნქციური ონლაინ მაღაზიის დამზადება ან კორპორატიული პლატფორმის შექმნა, ტექნოლოგიურ დასტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
GarGari უარს ამბობს მზა, გადატვირთულ შაბლონებზე და საიტებს სუფთა კოდით Next.js, React და TypeScript არქიტექტურით აწყობს.
შედეგი? მათი ნამუშვრები Google PageSpeed - ის ტექსტებში სტაბილურად 98 - იან მედიანურ ნიშნულზე იმყოფება. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საიტი იტვირთება წამიერად, რაც მკვეთრად ზრდის თქვენს რეიტინგს Google - ის საძიებო სისტემაში და მომხმარებელს ადვილად აქცევს მყიდველად
რეპუტაცია, რომელიც პროგნოზირებადობით შენდება
,,რეპუტაციის აშენებას 20 წელი სჭირდება, მის დანგრევას კი 5 წუთი“ - უორენ ბაფეტის ეს სიტყვები ზუსტად ასახავს თანამედროვე ციფრულ რეალობას. ბიზნესის რეპუტაციის მართვა სწორედ იქიდან იწყება, თუ როგორ ასრულებ პირობას
როცა შემსრულებელი გულწრფელია, ვადები რეალური, ხოლო ტექნოლოგიური ხარისხი უმაღლესი, ძველი შიშები ქრება. ბიზნესს აღარ სჭირდება მკითხაობა იმაზე, თუ როდის დასრულდება მისი პროექტი. GarGari - სთან ერთად ციფრული მომავლის შენება სრულად პროგნოზირებადი, მშვიდი და შედეგზე ორიენტირებული პროცესია.


