რეპუტაცია

კორპორატიული კულტურის ძალა ბიზნესში

როგორ აქცევენ წამყვანი ბრენდები თანამშრომელთა კმაყოფილებას სტრატეგიულ იმიჯად

კორპორატიული კულტურის ძალა ბიზნესში

როგორ ტრანსფორმირდება გუნდის კმაყოფილება ძლიერ კორპორატიულ იმიჯად? ამ საკითხზე საკუთარ გამოცდილებას Wendy’s-ის, Dunkin-ისა და Subway-ს აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე გვიზიარებს

თანამედროვე PR და მარკეტინგულ სტრატეგიებში ბრენდის იმიჯი აღარ იზომება მხოლოდ გარეგანი აქტივობებით. დღეს კომპანიის მთავარი სავიზიტო ბარათი მისი შიდა ეკოსისტემაა

კულტურა, როგორც რეპუტაციის საფუძველი

ბრენდის რეპუტაცია და კომპანიის შიდა კულტურა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია. თითოეული წარმატებული პროექტი თუ მიღწევა სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ბრენდის მიღმა დგანან. როდესაც ორგანიზაცია ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე, ეს გარე სამყაროსთვისაც თვალსაჩინო ხდება

„ის კომპანიები, რომელთა შიდა კულტურა ეფუძნება თანამშრომლისთვის კომფორტული და ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას, უდავოდ აღწევენ წარმატებას და შეაქვთ წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ - გივი გვეტაძე

მიღწევების გაზიარების სტრატეგიული მნიშვნელობა

ძლიერი კორპორატიული კულტურის ჩვენება დღეს ბიზნესისთვის აუცილებლობაა. როცა კომპანია ღიად საუბრობს საკუთარ ღირებულებებზე, მიმდინარე პროექტებსა და გუნდურ წარმატებებზე, ის ზრდის ნდობას პარტნიორებსა და მომხმარებლებში

ბიზნესის განვითარების გეგმებისა და შიდა კულტურის საჯარო პლატფორმებზე პოზიციონირება საუკეთესო ინსტრუმენტია რეპუტაციის გრძელვადიანი მართვისთვის

საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და ამ გამოცდილების გაზიარება არ არის მხოლოდ შიდა კორპორატიული საკითხი, ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ბიზნესს ბაზარზე ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული