რეპუტაცია

ნდობა სიტყვებით არ იქმნება

კომპანიის იმიჯს კომუნიკაცია ქმნის, რეპუტაციას კი ყოველდღიური საქმიანობა ამტკიცებს

ნდობა სიტყვებით არ იქმნება

კომპანიის რეპუტაცია მხოლოდ წარმატებული იმიჯის შექმნით არ ყალიბდება. ბიზნესის მიმართ ნდობა იქმნება მაშინ, როდესაც კომპანიის სიტყვა, ქმედება და საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთმანეთთან თანხვედრაშია. რა როლი აქვს ამ პროცესში PR-ს და როგორ იქმნება ძლიერი ბრენდის რეპუტაცია, ამ საკითხებზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ხიდაშელი საუბრობს

როგორ იქმნება კომპანიის ძლიერი იმიჯი და რეპუტაცია?

1.რა არის კომპანიის ძლიერი იმიჯისა და რეპუტაციის შექმნის მთავარი ფორმულა ქართულ ბაზარზე და რა როლი აქვს ამაში PR-ს?


ძლიერი იმიჯის ფორმულა არის ბრენდის მკაფიო პოზიციონირება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული კომუნიკაცია, გამჭვირვალობა და მიზნობრივ აუდიტორიასთან სწორი გზავნილის მიტანა. PR-ის როლი კი მხოლოდ კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ არის, PR ქმნის ეფექტურ კომუნიკაციას კომპანიასა და საზოგადოებას შორის, რაც ნდობასა და რეპუტაციას აყალიბებს

რა ქმნის ნდობას ბიზნესის მიმართ?

2. როგორ იქმნება კომპანიის ძლიერი რეპუტაცია ბიზნეს ბაზარზე და რა არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც საზოგადოებაში ნდობას აჩენს?

კომპანიის ძლიერი რეპუტაცია იქმნება სტაბილური და პასუხისმგებლიანი საქმიანობით,  როდესაც ბიზნესის რეალური გამოცდილება, ხარისხი, პროფესიონალიზმი და კომუნიკაცია ერთმანეთთან თანხვედრაშია. 

რეპუტაცია მხოლოდ კარგი იმიჯის შექმნა არ არის, ეს არის ის, რასაც კომპანია ყოველდღიური საქმიანობით ამტკიცებს

ჩემი აზრით, ნდობის მთავარი ფაქტორი კომპანიის თანმიმდევრულობაა. ის, თუ რამდენად ემთხვევა მისი სიტყვა, ქმედება და საზოგადოებისადმი დამოკიდებულობა ერთმანეთს

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული