შესაძლებელია თუ არა რეპუტაციის ყიდვა?
რა ქმნის რეპუტაციას და როგორ იქცევა ყოველდღიური ქმედებები ნდობად? საქართველოს ბანკის მედიასთან ურთიერთობის გუნდის უფროსი ნინი ფოფხაძე რეპუტაციის მნიშვნელობასა და მის შექმნაზე საუბრობს

რეპუტაცია ნდობით დაგროვილი კაპიტალია. ის იქმნება ყოველდღიურად უამრავი პატარა და ზოგჯერ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით. გროვდება ნელა და დროთა განმავლობაში
ჩემთვის რეპუტაცია კარგი ადამიანივითაა. შეიძლება ისწავლო კარგი მანერები, სწორი ქცევა, კომუნიკაციის ტექნიკები, მაგრამ მხოლოდ ამის ცოდნა კარგ ადამიანად ვერ გაქცევს
საბოლოოდ, მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ექცევი სხვებს, როგორ აგრძნობინებ მათ თავს შენთან ურთიერთობისას, როგორ ასრულებ დაპირებებს და როგორ იქცევი მაშინ, როცა შენ ცდები ან სხვები ცდებიან
ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვა, რეპუტაცია არ იყიდება. მას წლების განმავლობაში აშენებული ნდობით იმსახურებ
შეიძლება იყიდო ყურადღება, გავლენა, შექმნა სასურველი იმიჯი, მაგრამ რეპუტაციას ვერ იყიდი
ბრენდებთან მიმართებითაც ზუსტად ასეა
ბრენდი მხოლოდ ლოგო, პროდუქტი ან საკომუნიკაციო კამპანია არ არის
ბრენდი ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილებაა. მისი რეპუტაცია კი იმაზეა დამოკიდებული, რას ჰპირდება მომხმარებელს, რამდენად ასრულებს ამ დაპირებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ექცევა მას


