რეპუტაცია

საბალეტო სტუდია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თბილისში, როგორ შევარჩიოთ საუკეთესო?

ბალეტის სტუდია ,,ფერიები“ ნაძალადევში, გამოცდილება და პროფესიონალიზმი ერთ სივრცეში

საბალეტო სტუდია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თბილისში, როგორ შევარჩიოთ საუკეთესო?

წარმოიდგინეთ სივრცე, სადაც თბილისის ხმაურიანი ქუჩების მიღმა, კლასიკური მუსიკის პირველივე აკორდებზე დრო ჩერდება. დარბაზიდან კი პატარა ფერიების ფარფატის ხმა, ბავშვების გულწრფელი სიცილი და მასწავლებლის მშვიდი, მაგრამ მტკიცე ხმა ისმის. ეს არის ადგილი, სადაც პატარა ადამიანები დიდ დისციპლინას, სხეულის ფლობასა და რაც მთავარია, ესთეტიკას, საკუთარი თავის რწმენას სწავლობენ.

თბილისში, კერძოდ ნაძალადევის რაიონში, ბალეტის სტუდია „ფერიები“ სწორედ ასეთი მიზიდულობის ცენტრად იქცა. სტუდიას ხელმძღვანელობს 25 წლიანი სასცენო გამოცდილების მქონე, პროფესიონალი ბალერინა რუსუდან კვიციანი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ეუფლებიან პატარები და მოზარდები ამ ულამაზეს ხელოვნებას.

Reputation.ge - მ გადაწყვიტა, რომ შეეხედა ამ სამყაროს შიდა სამზარეულოში და რუსუდან კვიციანთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხდება კულისებს მიღმა, როგორ ცვლის ბალეტი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში გაზრდილ ბავშვებს და რატომ არის „ფერიები“ მეტი, ვიდრე უბრალოდ წრე.

,,ფერიები" კულისებს მიღმა

  • თქვენი 25 წლიანი სასცენო გამოცდილება შთამბეჭდავია. დიდი სცენიდან ბავშვების დარბაზში. როგორ მოხდა ეს ტრანსფორმაცია და რა იყო მთავარი გამოწვევა, როდესაც ბალეტის სტუდია „ფერიები“ დააფუძნეთ?

სცენა ჩემი ცხოვრება იყო, თუმცა, უკვე წარსულია. ახლა მთელ დროს ჩემს პატარებს და მოზარდებს ვუთმობ.  ჯერ კიდევ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვცეკვავდი, როცა, გადავწყვიტე დამეარსებინა ჩემი სტუდია. 10 წლის შემდეგ კი დადგა დრო, როცა ჩემი დაგროვილი გამოცდილება, ცოდნა და ემოცია მთლიანად ჩემი მოსწავლეებისთვის დამეთმო. ბავშვებთან მუშაობა სრულიად სხვა პასუხისმგებლობაა. როცა სტუდია „ფერიები“ შევქმენი, ჩემი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ტექნიკურად გამართული მოცეკვავეების გაზრდა. მინდოდა შემექმნა ოჯახი, სადაც ბავშვი ფიზიკურადაც და ემოციურადაც დაცულად იგრძნობდა თავს. გამოწვევა იყო ის, რომ დღეს ბავშვები ძალიან მიჯაჭვულები არიან ეკრანებს. ჩვენი მიზანია, კლასიკური მუსიკითა და მოძრაობით მათში ის შემოქმედობითობა  გავაღვიძოთ, რასაც გაჯეტები ახშობს.

  • მშობლებისთვის ხშირად რთულია გადაწყვეტილების მიღება. მათი მთავარი კითხვაა როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ბალეტის სტუდია თბილისში? თქვენი გადმოსახედიდან, რა არის ის მთავარი „წითელი ხაზები“, რასაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შერჩევისას?

პირველი და უმთავრესი  არის პედაგოგის კვალიფიკაცია და გამოცდილება. ასევე, ის უნარები, რაც პედაგოგს სჭირდება. მეორე  არის ატმოსფერო. სტუდიაში არ უნდა იყოს ტოქსიკური კონკურენცია. ჩვენთან ბავშვები დარბაზში შემოდიან არა სტრესის მისაღებად, არამედ საკუთარი სხეულის შესაყვარებლად. საუკეთესო სტუდია არის ის, სადაც პროფესიონალიზმი ერწყმის სითბოს.

ჩემი მიზანი თავიდანვე იყო, რომ თავად ვყოფილიყავი პედაგოგიც და  ქორეოგრაფიც. დღემდე ასე ვარ - რუსუდან კვიციანი

რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა ბალეტზე სიარული სტუდია ,,ფერიებში”

  • ბალეტზე ფიქრისას მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა ასაკთან დაკავშირებით,  როდის არის საუკეთესო დრო დაწყებისთვის? რა ასაკობრივ ჯგუფებთან მუშაობს სტუდია „ფერიები“ და როგორ ხდება პატარებისა და შედარებით უფროსი მოზარდების პროგრამების გამიჯვნა?

ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა ჩვენთან მიღება 4 - 5 წლის ასაკიდან იწყება. ამ პერიოდში აქცენტი კეთდება არა კლასიკურ სტანდარტებზე, არამედ რიტმიკაზე, კოორდინაციასა და სხეულის მოქნილობის განვითარებაზე ,,თამაშ-თამაშის” პრინციპით. რაც შეეხებათ მოზარდებს, მათთვის სრულიად განსხვავებული, აკადემიური პროგრამა გვაქვს. ჯგუფები მკაცრად არის დაყოფილი ასაკისა და მომზადების დონის მიხედვით. მთავარია მშობლებმა იცოდნენ, რომ მოზარდობის ასაკშიც კი არ არის გვიან დაწყება. ბალეტი ნებისმიერ ეტაპზე საოცრად აკეთილშობილებს სხეულის პოზას (ტანადობას) და მატებს შინაგან თავდაჯერებულობას. თუმცა, ჩემი მოზარდი მოსწავლეები უკვე წლებია ცეკვავენ ,,ფერიებში” და დამწებს მათი ფეხის აწყობა გაუჭირდება.

ჩემს მოსწავლეებს უცხო ადამიანები ხშირად ატყობენ, რომ ბალეტის მოცეკვავეები არიან. ეს იქიდან გამომდინარე ხდება, რომ მათი აღნაგობა და მანერა ესთეტიური და დახვეწილია.

  • ნაძალადევის რაიონში „ფერიები“ უკვე იქცა ხარისხის სინონიმად. თუმცა, ბალეტი ბევრს ელიტარულ და ხელმიუწვდომელ ხელოვნება ჰგონია. როგორ ახერხებთ, რომ კლასიკური ცეკვა გახადოთ ხელმისაწვდომი, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოთ უმაღლესი აკადემიური სტანდარტი?

ეს ჩვენი მთავარი მისიაა. სტერეოტიპია, რომ სამოყვარულო ბალეტი მხოლოდ „რჩეულებისთვისაა“. კლასიკური ცეკვის ხელოვნებას ყველა ბავშვი იმსახურებს, ვისაც ამის სურვილი აქვს. ჩვენი სტანდარტები მკაცრია, გაკვეთილების სტრუქტურა, მუსიკალური გაფორმება, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოზარდთან. მაგრამ ხელმისაწვდომობა ჩვენთვის ნიშნავს ლოკაციურ და მორალურ ღიაობას. ჩვენთან მოსვლა ნიშნავს პროფესიონალურ ბალეტთან ზიარებას ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე.

  • როცა პატარა  პირველად მოდის „ფერიებში“, რა არის პირველი გაკვეთილი, რომელსაც მათ ასწავლით, მოძრაობა თუ რაღაც უფრო შინაგანი?

პირველი არის ის, რომ ბავშვები ,,თამაშ-თამაშით” იწყებენ საკუთარი სხეულის შეცნობას.  ეს არ არის კლასიკური ბავშვური თამაში, უფრო ის პირველი მოძრაობებია, რომლებიც მომავალში დაეხმარება მათ ცოდნის გაღმავებაში. ბალეტი აყალიბებს ხასიათს. სანამ სცენაზე ლამაზ ილეთს შეასრულებ, მანამდე სწავლობ დაცემას და ღიმილით წამოდგომას. აი, ამ შინაგან სიმტკიცეს ვასწავლით პირველ რიგში.

  • და ბოლოს, რა არის „ფერიების“ მთავარი სავიზიტო ბარათი, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

ვამაყობ იმ ბავშვების თვალებით, რომლებიც გაკვეთილის შემდეგ დარბაზიდან დაღლილები, მაგრამ ბედნიერი ღიმილით გადიან. ვამაყობ მშობლების ნდობით, რომლებმაც იციან, რომ მათ შვილებს საიმედო ხელში ტოვებენ. ჩვენი სავიზიტო ბარათი ჩვენი რეპუტაცია და ის სიყვარულია, რომელსაც ყოველდღიურად ვდებთ ამ საქმეში.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული