ბიზნესი

ქართული ღვინო და ზოდიაქოს ნიშნები ერთ ბრენდში - Drunk Zodiacs

როგორ შეიძლება ქართული ღვინო, ასტროლოგია და ზოდიაქოს ნიშნები ერთ ბრენდად გაერთიანდეს?

ქართული ღვინო და ზოდიაქოს ნიშნები ერთ ბრენდში - Drunk Zodiacs

ერთი შეხედვით, ქართული მეღვინეობა და ასტროლოგია ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული სფეროებია. თუმცა, სწორედ მათი გადაკვეთით შეიქმნა ,,Drunk Zodiacs - მთვრალი ზოდიაქოები“, ქართული ღვინის ბრენდი, რომელიც თითეულ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარ ღვინოს და ხასიათს უკავშირებს

ბრენდის დამფუძნებელი ანი გიორგობიანი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ასტროლოგიით. მოგვიანებით, მეღვინეობის სფეროში მიღებულმა მრავაწლიანმა გამოცდილებამ მას შესაძლებლობა მისცა ეს ორი ინტერესი ერთ იდეად ექცია

იდეა საკმაოდ ბუნებრივი დაკვირვებიდან გაჩნდა. ადამიანებს აინტერესებთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშანი, ხასიათი და ის, თუ რამდენად ემთხვევა ასტროლოგიური აღწერა მათ პიროვნებას. ამავე დროს, ქართული ღვინო ქართული სუფრის, დღესასწაულებისა და სოციალური ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია

ამ ორი ინტერესის გაერთიანებამ შექმნა Drunk Zodiacs - ის კონცეფცია - 12 ზოდიაქოს ნიშანი, 12 ქართული ღვინო და 12 განსხვავებული პერსონა

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი ქართული ღვინო აქვს

Drink Zodiacs - ში ღვინის შერჩევა მხოლოდ ზოდიაქოს სახელების ბოთლზე დატანას არ გულისხმობს. თითოეული ნიშნისთვის ღვინის შერჩევისას გათვალისწინებულია მისი სტიქია, მმართველი პლანეტა და ხასიათი

მაგალითად, ვერძი მარსის ენერგიას და ცეცხლოვან ხასიათთან ასოცირდება, ამიტომ მისთვის - საფერავი შეირჩა

კუროს შემთხვევაში ყურადღება ვენერას, ესთეტიკას და ფუფუნებას დაეთმო. მის ღვინოდ მუხაში დავარგებული მუკუზანი შეირჩა

ტყუპების ორმაგი ბუნება და ციცხალი ხასიათი კი წინანდალს დაუკავშირეს

ამ პრინვიპით თითოეულ ღვინოს საკუთარი ხასიათი და ისტორია აქვს. მომხმარებელს შეუძლია ღვინო არა მხოლოდ გემოვნების, არამედ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეარჩიოს

ქართული ღვინის ბრენდის განსხვავებული ვიზუალური იდენტობა

Drunk Zodiacs – ის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ვიზუარი მხარეცაა

თითოეული ღვინის ეტიკეტის ილუსტრაცია ქართველმა მხატვარმა ელენე მელქაძემ სპეციალურად ბრენდისთვის ხელით შექმნა. შედეგად, 12 ღვინოს 12 განსხვავებული ვიზუალური სახე აქვს, რომელიც შესაბამისი ზოდიაქოს ხასიათს გადმოსცემს

ამ მიდგომამ ქართული ღვინის საჩუქარიც უფრო პერსონალური გახადა

სწორედ აქ ჩნდება ბრენდის მთავარი კომუნიკაციის შესაძლებლობაც. როცა პროდუქტს ადამიანი საკუთარ თავთან აკავშირებს, მისი არჩევა და დამახსოვრებაც უფრო მარტივი ხდება

12 განსხვავებული ღვინო და 12 უნიკალური პერსონა

როგორც Drunk Zodiacs- ის დამფუძნებელი ანი გიორგობიანი ამბობს, იდეა უბრალოდ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ღვინოების სახელების მინიჭება არ ყოფილა. ჩვენ თითოეული ნიშნის მმართველი პლანეტა, სტიქია და ხასიათი შევუსაბამეთ ქართულ ღვინოების არომატს, სტრუქტურასა და ისტორიას.

თათა დვალიშვილი