ამბავი

2001 წლის 25 ოქტომბერს Microsoft - მა Windows XP ის პრეზენტაცია გამართა, რომლის მარკეტინგული ბიუჯეტი $1 მილიარდი დოლარი იყო

რატომ შეიცვალა Windows XP ის მარკეტინგული კამპანიის მანამდე დაგეგმილი ტონი და რა შედეგი მოიტანა ამ ცვლილებამ?

2001 წლის 25 ოქტომბერს Microsoft - მა Windows XP ის პრეზენტაცია გამართა, რომლის მარკეტინგული ბიუჯეტი $1 მილიარდი დოლარი იყო

25 წლის წინ Windows XP - ის  გამოჩენამ პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა, გააერთიანა მომხმარებლის და ბიზნესის ინტერფეისები, რაც წლების განმავლობაში რჩებოდა  ყველაზე მომგებიან პროდუქტად Global IT სექტორში

11 სექტემბრის ჩრდილი და Times Square - ის რისკი

ბილ გეითსის გადაწყვეტილებით, Windows XP-ის პრეზენტაცია თაიმ სკვერზე, Marriot - ის კომპლექს Marquis Theatre - ში გაიმართა. სულ რაღაც 6 კვირით ადრე მოხდა 11 სექტემბრის ცნობილი ტერორისტული აქტი. ბიზნეს სამყარო პარალიზებული იყო, მასშტაბური ღონისძიებები უქმდებოდა, ტექნოლოგიურ გიგანტებს მარკეტინგული და PR ღონისძიებები შეწყვეტილი ჰქონდათ.

ბიზნესმენმა ამ გადაწყვეტილებით კი მსოფლიოს დაანახა, რომ გლობალური ეკონომიკა და ამერიკული ეკონომიკა მუშაობას განაგრძობდა.

თუმცა, მარკეტინგული კამპანიის ტონი მაინც შეიცვალა. გააუქმეს ტერაქტამდე დაგეგმილი ზედემტად ხმაურიანი შოუს ელემენტები, ღონისძიებას უფრო სოლიდარული ხასიათი მიეცა.

პრეზენტაციის ფარგლებში, Microsoft – მა 12 მილიონ დოლარამდე მეტი ღირებულების ფინანსური და ტექნოლოგიური დახმარება გადასცა  ტერაქტის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, მაშველებს და აღდგენით ფონდებს

სწორედ ამ კონტექსტის გამო ითვლება Windows XP - ის გაშვება არა მხოლოდ ტექნოლოგიურ რევოლუციად, არამედ კრიზისული კომუნიკაციისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მაგალითად

მადონა და $10 მილიონიანი საუნდრეკი

Microsoft -მა კამპანიის მთავარ ჰიმნად მადონას ,,Ray of Light” შეარჩია, რაშიც, მხოლოდ მუსიკის ლიცენზირებაში $10 მილიონამდე გადაიხადა.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ოპერაციულმა სისტემამ დაკარგა ,,მშრალი კორპორაციული პროგრამის“ იმიჯი და თანამედროვე, სწრაფი, ოპტიმისტური ცხოვრების სტილი სიმბოლოდ აქცია.

პროდუქტის წარმატებას საინჟინრო გადაწყვეტაზე მეტად ხშირად სწორად შერჩეული დრო, მკაფიო პოზიციონირება და ემოციური მარკეტინგი განსაზღვრავს. Windows XP-მ დაამტკიცა, რომ B2B და B2C აუდიტორიის გაერთიანება ერთიანი, ძლიერი ბრენდის ქვეშ შესაძლებელია.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული