პროექტები

ახალი ქართული ზღაპარი, რომლის პრეზენტაციაც 15 ნოემბერს ვაკის ,,ბიბლუსში” გაიმართება

,,ბაადურ ბაადური და მძინარეთა სამეფო” არის ახალი საბავშვო წიგნი, რომელიც ბაშვებს და მშობლებს ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს

ახალი ქართული ზღაპარი, რომლის პრეზენტაციაც 15 ნოემბერს ვაკის ,,ბიბლუსში” გაიმართება

პატარა მკითხველისთვის და მშობლებისთვის ახალი ჯადოსნური სამყარო შეიქმნა. უკვე გამოიცა წიგნი, რომელშიც ბავშვობის მოგონებები და რეალობა ერთმანეთს ერწყმის

წიგნის ავტორი ლეილა მაისურაძე ამბობს, რომ „ბაადურ ბაადური და მძინარეთა სამეფო“ მეგობრობაზე, ერთგულებასა და იმ გამოწვევებზე მოგვითხრობს, რომელთა გადალახვაც მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.

წიგნში მკითხველს საინტერესო პერსონაჟები და მოულოდნელი თავგადასავალი ელოდება. მთავარი გმირების მოგზაურობა გვაჩვენებს ნამდვილი მეგობრობის ძალას, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებში ვლინდება

ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ ავტორს, მოისმინონ მისგან ამონარიდები წიგნიდან და გაეცნონ პერსონაჟების შექმნის ისტორიას.

პრეზენტაცია 15 ნოემბერს, 16:00 საათზე, ვაკის პარკთან არსებულ ,,ბიბლუსში” გაიმართება.

თათა დვალიშვილი

დაკავშირებული