როგორ დავიცვათ ბავშვი ციფრული სამყაროს მოსალოდნელი საფრთხეებისგან ისე, რომ მისი ნდობა არ დავკარგოთ?
როგორ შიფრავს AI ემოჯების მიღმა დამალულ საფრთხეებს მიმოწერების არქივაციის გარეშე Protejo-ს დამფუძნებელი და დირექტორი ედვარდ შრაგა ექსკლუზიურად Reputation.ge-სთვის

თანამედროვე ეპოქაში, სადაც მოზარდების ცხოვრება დიდწილად ეკრანებს მიღმა ინაცვლებს, მშობლები ურთულესი დილემის წინაშე დგებიან. როგორ დაიცვან შვილები კიბერბულინგისა თუ ფარული საფრთხეებისგან ისე, რომ პერსონალური სივრცის ხელყოფით მათი ნდობა სამუდამოდ არ დაკარგონ?
ამ კრიტიკულ ზღვარზე შეიქმნა ინოვაციური პლატფორმა Protejo, რომლის მთავარი ფილოსოფიაც ტოტალური კონტროლის ნაცვლად, სწორ კომუნიკაციასა და უსაფრთხოებაზე გადის
მშობლისთვის ყველაზე დიდი შიში შვილის ნდობის დაკარგვაა. როგორ ეხმარება Protejo მშობელს, დაიცვას ბალანსი უსაფრთხოებასა და ბავშვის პირად სივრცეს შორის ისე, რომ მოზარდს შეზღუდვის განცდა არ გაუჩნდეს?
Protejo-ს მთავარი პრინციპი სწორედ ამ ზღვრის დაცვაა: ჩვენ არ ვუთვალთვალებთ ბავშვებს ! ჩვენ ვიცავთ მათ !
მშობელს არ აქვს წვდომა ბავშვის ჩატებსა და მათ ისტორიაზე (History). სისტემა ეძებს საფრთხეს და მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც რეალური რისკის ნიშნებს ხედავს. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Protejo-ს ჩართვა ხდება მშობლისა და ბავშვის შეთანხმებით.
ბავშვის დაცვა ისე უნდა მოხდეს, რომ მშობელსა და ბავშვს შორის ნდობა არ დაირღვეს. თუ ბავშვმა იცის, რომ მიზანი მისი კონტროლი კი არა, მისი დაცვაა, ტექნოლოგია ნდობის წინააღმდეგ აღარ მუშაობს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, რომ პირველ რიგში ბავშვის ნდობა მოვიპოვოთ.
ეს არ არის „თვალთვალის“ და “დასმენის” ინსტიტუტი და ეს უპირველეს ყოვლისა, ბავშვმა უნდა იცოდეს.
როდესაც აპლიკაცია მშობელს რეალურ საფრთხეზე ატყობინებს, პირველი რეაქცია ხშირად პანიკა ან ბრაზია. როგორ ამზადებს პლატფორმის „მშობლის მრჩეველი“ უფროსებს იმისთვის, რომ ბავშვთან ყვირილის ნაცვლად, დამცველის პოზიციიდან ილაპარაკონ?
ყველაზე ცუდი რეაქცია ხშირად სწორედ პირველი რეაქციაა ყვირილი, ბრაზი ან ბავშვის დადანაშაულება. ასეთ დროს ბავშვი შეიძლება ჩაიკეტოს და შემდეგი საფრთხე უკვე უფრო კარგად დამალოს. რაც მთავარია, შეიძლება აღარ ჰქონდეს ნდობა და სურვილი, რომ მშობელთან ერთად Protejo გამოიყენოს და ის საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ საშუალებად აღიქვას.
ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეტყობინებამ მხოლოდ საფრთხე კი არ აჩვენოს, არამედ მშობელს დაეხმაროს სწორად იმოქმედოს. სწორედ ეს არის „მშობლის მრჩევლის“ იდეა - მშობელს მივცეთ კონტექსტი და მიმართულება, როგორ დაიწყოს საუბარი მშვიდად და დამცველის პოზიციიდან.
ჩვენ არ გვინდა, მშობელი გახდეს გამომძიებელი. ის უნდა დარჩეს მშობლად.
თანამედროვე ბავშვები ხშირად იყენებენ ისეთ ირონიას, მემებს ან ემოჯებს, რომელთა მიღმაც მძიმე კიბერბულინგი ან დეპრესია იმალება. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ კონკრეტული (ანონიმური) მაგალითი, თუ როგორ შეძლო AI-მ ამოეცნო რეალური საშიშროება იქ, სადაც ჩვეულებრივი თვალით ყველაფერი უწყინარ ხუმრობას ჰგავდა?
ზოგადად, სწორედ ასეთი შემთხვევები აჩვენებს, რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ ცალკეული სიტყვების ან „ცუდი“ სიტყვების ამოცნობა. ერთი ფრაზა შეიძლება ხუმრობა იყოს, მაგრამ თუ საუბარში მეორდება დამცირება, იზოლაცია, მუქარა ან ზეწოლის სხვა ნიშნები, მთლიან სურათს უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს.
კონკრეტული ბავშვის ან ოჯახის შემთხვევის გაზიარება, თუნდაც ანონიმურად, კონფიდენციალურობის გამო არასწორი იქნებოდა. თუმცა პრინციპი მარტივია: AI არ აფასებს ერთ სიტყვას ან ერთ ემოჯის, ის ეძებს საუბრის კონტექსტს და იმ პატერნს, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება.
სწორედ ამიტომ, Protejo-ს მიზანი არ არის ნებისმიერი უცნაური, უხეში ან არასასიამოვნო საუბარი განგაშის მიზეზად აქციოს. მისი მიზანია, გამოავლინოს ის მომენტი, როდესაც საუბარი უბრალოდ ხუმრობას ან ჩვეულებრივ კომუნიკაციას სცდება და უკვე ბავშვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის რეაგირება ან დახმარებაა საჭირო.
თქვენი პოლიტიკით, ფოტოები და აუდიო ფაილები 48 საათში იშლება. როგორ არწმუნებთ ეჭვიან მშობელს, რომ მონაცემების სწრაფი წაშლა მისი შვილის უსაფრთხოებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მიმოწერების მუდმივი არქივის ქონა?
იმიტომ, რომ ბავშვის უსაფრთხოება მისი ცხოვრების არქივის შექმნას არ საჭიროებს.
ჩვენი პრინციპია: ვიპოვოთ საფრთხე, მოვახდინოთ რეაგირება და ის ინფორმაცია, რომელიც აღარ არის საჭირო, არ შევინახოთ უსასრულოდ. რაც უფრო მეტი მონაცემი გაქვს, მით უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს მის დაცვაზე და მით უფრო დიდი ხდება არასაჭირო მონაცემის არსებობის რისკიც.
ამიტომ ფოტოებისა და აუდიო ფაილების 48 საათში წაშლა ჩვენთვის შეზღუდვა კი არა, უსაფრთხოების ნაწილია. მშობელს სჭირდება ინფორმაცია საფრთხის შესახებ და მყისიერი რეაგირება, მას არ სჭირდება ბავშვის მთელი ციფრული ცხოვრების არქივი.
მშობლისთვის ტელეფონზე SOS სიგნალის მიღება ყველაზე საშინელი კოშმარია. როგორ არის სისტემა დაზღვეული იმისგან, რომ ბავშვმა ეს ფუნქცია უბრალო თამაშად ან ხუმრობად არ აქციოს?
SOS ფუნქცია შეგნებულად არ არის შექმნილი ისე, რომ ბავშვის ერთი შემთხვევითი შეხება ავტომატურად საგანგაშო შეტყობინებად იქცეს. გააქტიურებისას სისტემა ითვალისწინებს დამატებით დადასტურებას, რათა შემთხვევითი დაჭერის ალბათობა შემცირდეს.
მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი პრინციპი სხვა რამეა: SOS-ის სერიოზულობა არ უნდა დავკარგოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვს შეიძლება ერთხელ ხუმრობით დააჭიროს. თუ ბავშვი რეალურად საფრთხეშია, მან არ უნდა იფიქროს, რამდენად „სერიოზულად“ გამოიყურება მისი სიგნალი , მთავარია მშობელმა მიიღოს შეტყობინება და შეძლოს რეაგირება.
ლიმიტების დაწესება ხშირად იწვევს კონფლიქტს ოჯახში. როგორ ეხმარება Guardo მშობელს, რომ ეკრანის დროის შეზღუდვა აღქმული იყოს როგორც ზრუნვა და არა როგორც დასჯა?
ტექნოლოგია თავისთავად ვერ გადაწყვეტს ოჯახურ კონფლიქტს. თუ მშობელი ბავშვს უბრალოდ ეუბნება „ტელეფონს გიკეტავ“, ბუნებრივია, ეს შეზღუდვად აღიქმება.
Guardo-ს როლი ის არის, რომ მშობელს მისცეს მკაფიო და მართვადი ინსტრუმენტი - მაგალითად, ეკრანის დროისა და აპლიკაციების მართვისთვის , მაგრამ ამ ინსტრუმენტის გამოყენების უკან მაინც უნდა იდგეს შეთანხმება და კომუნიკაცია.
ჩვენ გვჯერა, რომ კარგი parental control არის ის, რომლის მიზანიც საბოლოოდ კონტროლის შემცირებაა. ბავშვმა ნელ-ნელა თავად უნდა ისწავლოს დროის, აპლიკაციებისა და ციფრული ჩვევების მართვა.
ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება, ბავშვები ახალ-ახალ პლატფორმებზე გადადიან. Protejo-ს საბოლოო მიზანი ბავშვის მუდმივი კონტროლია, თუ მისი იმ დონეზე აღზრდა, რომ მომავალში თავადვე შეძლოს საფრთხეების არიდება?
კონტროლი არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი. პირიქით, ჩვენ გვინდა, ბავშვმა საბოლოოდ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა მაშინაც კი, როდესაც მშობელი მის გვერდით არ იქნება. Protejo დღეს შეიძლება იყოს დამცავი ფენა ბავშვსა და ონლაინ საფრთხეს შორის, მაგრამ გრძელვადიანად ყველაზე ძლიერი დაცვა არის თავად ბავშვის ცოდნა, გამოცდილება და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ამიტომ ტექნოლოგიას ვუყურებთ როგორც დამხმარე ინსტრუმენტს და არა მშობლის ან ბავშვის შემცვლელს. ჩვენი მიზანია ისეთი ციფრული გარემოს შექმნა, სადაც ბავშვი დაცულია, მაგრამ თანდათან უფრო დამოუკიდებელიც ხდება.
როდესაც პროექტს იწყებდით, ალბათ თავადაც გქონდათ კონკრეტული შიშები. რა იყო ის მთავარი გარდამტეხი მომენტი ან მშობლის გამოხმაურება, რომელმაც დაგარწმუნათ, რომ ეს აპლიკაცია მხოლოდ ტექნოლოგიური სტარტაპი კი არა, ოჯახების გადამრჩენელი ხელსაწყოა?
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი 85-ზე მეტ ქართულ ოჯახთან ჩატარებულმა ბეტა-ტესტირებამ მოგვცა. ტექნიკური გაკვეთილი კი არა ეს იყო ყველაზე რეალური და ადამიანური.
აღმოვაჩინეთ, რომ მშობლებს ხშირად თავად საფრთხეზე მეტად ეშინიათ შვილის ნდობის დაკარგვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ Protejo-ს მთავარი პრობლემა მხოლოდ კიბერუსაფრთხოება არ არის, ეს არის როგორ დაიცვა ბავშვი ისე, რომ მასთან ურთიერთობა არ დააზიანო. ეს ხომ ერთგვარად მშობლის მხირდან ბავშვის ნდობის მოპოვებაცაა.
ამიტომაც დავხვეწეთ სისტემა ნაკლები ცრუ განგაშისკენ, გავამარტივეთ ჩართვა და განსაკუთრებით ვიმუშავეთ იმაზე, რომ შეტყობინების მიღებისას მშობელმა იცოდეს, რა გააკეთოს შემდეგ.
ჩემთვის ეს იყო გარდამტეხი მომენტი: როცა მივხვდით, რომ პროდუქტის ღირებულება მხოლოდ იმაში არ არის, რამდენ საფრთხეს აღმოაჩენს AI. მისი რეალური ღირებულება ის არის, ეხმარება თუ არა ის მშობელს იმაში რომ სწორ დროს სწორად იმოქმედოს.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ - PROTEJO.NET
(პარტნიორის შინაარსი)
