PR

როგორი უნდა იყოს საუკეთესო PR მენეჯერი?

საკუთარ გამოცდილებას, ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი

როგორი უნდა იყოს საუკეთესო PR მენეჯერი?

როცა მხოვენ დავახასიათო როგორი უნდა იყოს საუკეთესო PR მენეჯერი. პირველ რიგში ვპასუხობ, რომ საუკეთესო PR შეიძლება იყოს კომპანიის თითოეული, ნებისმიერი თანამშრომელი. თუ თანამშრომელი კმაყოფილია საკუთარი სამსახურით, ის შეიძლება ბრენდის ყველაზე ავთენტური ელჩი გახდეს.

მაგალითად, იქ, სადაც მე ვმუშაობ, ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ გარკვეული ხნის წინ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა დიასახლისის პოზიციიდან გადაინაცვლა ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე. მან გაირა პირველ რიგში სტაჟირება, შემდეგ ტესტირება და დღემდე ამ პოზიციაზე მუშაობს.

ეს ნიშნავს, რომ თანამშრომელს მიეცა საშუალება კვალიფიკაციაც აემაღლებინა და შემდეგ პოზიციას გაეუმჯობესებინა.

როცა იმ თანამშრომლის ინტერვიუ გავიდა მედიით, მასზე საუკეთეო PR იმ წუთას არარსებობდა.

რა თქმა უნდა ბრენდს სჭირდება ადამიანი, რომელიც წარმართავს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესებს და რაც მთავარია დაინახავს, შეამჩნევს მსგავს სიტუაციებს.

ხშირ შემთხვევაში, შიდა გუნდის გავლენა ბევრად ძლიერია, ვიდრე გარე კომპანიის დაქირავება, რომელსაც სოლიდური თანხის გადახდა სჭირდება - ავთო დვალიშვილი

თუმცა, წარმატებული PR ისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ კმაყოფილი თანამშრომელი. აქ ძალიან ბევრი თანმიმდევრული ქმედებაა საჭირო, რომელიც რეპუტაციის და ნდობის მოპოვებას უნდა ემსახურებოდეს. საუკეთესო PR მენეჯერი ყოველდღიურად მუშაობს ამაზე.

დღეს, მხოლოდ სოციალური ქსელი, სადაც შენ საუბრობ საკუთარ თავზე როგორი კარგი ხარ, აღარავის აინტერესებს, ნდობის მოპოვებას სჭირდება ბევრი, ძალიან ბევრი საჯაროობა. სხვებმა, მესამე პირებმა უნდა ისაუბრონ დადებითად შენს პროდუქტზე თუ მომსახურებაზე.

რა თქმა უნდა, წარმატების განმსაზღვრელი პირველ რიგში  ბრენდის პროდუქტის თუ მომსახურების ხარისხია, თუმცა, აუცილებელია, რომ ეს ხარისხიანი პროდუქტი სწორად, დროულად და საკმარისად შეამჩნიონ ადამიანებმა. ამას თუ წარმატებით გაართმევს თავს PR მენეჯერი, ესეიგი ის კარგი მენეჯერია.