AI - მ 108 წლის წინანდელი რადიოგრამა გაშიფრა
პირველი მსოფლიოს ომის დროინდელი დაშიფრული რადიოგრამა გერმანელებს ეკუთვნოდა

OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა, GPT-6 Astra-მ, პირველი მსოფლიო ომისდროინდელი, გერმანული რადიოგრამა გაშიფრა. 170 სიმბოლოსგან შემდგარი გზავნილი 1918 წლის 27 ნოემბრით თარიღდება
ამის შესახებ ინფორმაცია დეველოპერმა, ფსევდონიმით Prinz, 2026 წლის 17 სექტემბერს გამოაქვეყნა
აღნიშნული შეტყობინება კოდირებული იყო ცნობილი ADFGVX შიფრით, რომელიც ასოებს ჯერ A, D, F, G, V და X სიმბოლოების წყვილებად გარდაქმნის, შემდეგ კი მათ ადგილებს უცვლის

გაშიფვრის შედეგად გაირკვა, რომ რადიოგრამა სევასტოპოლის მახლობლად ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გადაადგილებას ეხებოდა. კერძოდ, მასში საუბარი იყო ინგლისური კრეისერისა და მოკავშირეთა ესკადრილის მოახლოებაზე, რომელთა ჩასვლაც 26 ნოემბერს იგეგმებოდა
რადიოგრამის ზუსტი ტექსტი: „ინგლისური კრეისერი სევასტოპოლში 4 რიცხვში შევიდა. მოკავშირეთა ესკადრილია 26 რიცხვში მოჰყვება“
Astra-მ მიღებული მონაცემები იმ პერიოდის სამხედრო არქივებს შეადარა, რითაც ტექსტის სიზუსტე დადასტურდა. ბრიტანული ხომალდი HMS Canterbury სევასტოპოლში 24 ნოემბერს შევიდა, ხოლო მოკავშირეთა ესკადრილია, საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ზუსტად 26 ნოემბერს გამოჩნდა
წყარო: cybernews.com